სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტები ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდნენ

სურათი

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.  შეხვედრას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები მიხეილ ბენია, ანა ნიქაბაძე, სოსო მაკარაძე და მარიამ მახარაძე ესწრებოდნენ. გენერალურმა მდივანმა სტუდენტებს ნატოს ახალ გამოწვევებზე, მათთან რეაგირების  მექანიზმებზე, საქართველოსთან თანამშრომლობის ქრონოლოგიასა და განვითარებაზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სტუდენტებთან შეხვედრა თბილისში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა