სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საჯარო ლექცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბსუ-ს   საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების და ისტორიის სპეციალობის  სტუდენტებისათვის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საჯარო ლექცია გაიმართა. ლექცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ და დირექტორის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა წაიკითხეს. სტუდენტებმა საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ურთიერთობებზე, ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო მოწყობის ფორმებსა და რელიგიური ორგანიზაციების მდგომარეობაზე მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრა ინტერაქტიულ   რეჟიმში გაგრძელდა და მას ბსუ-ს რექტორის მოადგილე ინგა შამილიშვილი, ბსუ-ს სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ბერიძე, ამავე ფაკულტეტის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  დეპარტამენტის უფროსი ლაშა  ბაჟუნაიშვილიი და ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტი ხელმძღვანელი ჯემალ კარალიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრა  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გაიმართა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა