2 და 4 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უკრაინელმა ფსიქოთერაპევტმა, ოქსანა ფარტენაძემ ტრენინგი გამართა თემაზე: "პირველკურსელთა ადაპტაცია". ორდღიანი კურსი პირველკურსელთა მხარდამჭერი ჯუფის ჩამოყალიბებასა და ახალ გარემოში ადაპტაციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.ტრენინგი ფსიქოლოგიის მე-2 და მე-4 კურსის სტუდენტებმა, მაგისტრებმა და ფსიქოლოგიის კურსდამთავრებულებმა გაიარეს.
სემინარის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს საშუალება აქვთ კონსულტაცია გაუწიონ უნივერსიტეტის პირველკურსელებს ახალი უნარების ჩამოყალიბებასა და გარემოს უკეთ გაცნობაში. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
უკან |