სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ვორქშოპი თემაზე: „ქალთა მონაწილეობა კონფლიქტის ტრანსფორმაციაში საქართველო-აფხაზეთი“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტმა სოფიკო ჩინბამ და ტურიზმის ფაკულტეტის კურსდამთავრებული სალომე ხოხბამ, პროფესორ ნატალია ლაზბასთან ერთად ერევანში, პროექტის ,,ქალთა მონაწილეობა კონფლიქტის ტრანსფორმაციაში  საქართველო-აფხაზეთი“ ანგარიში წარადგინეს.
ვორქშოპის მონაწილეებმა გაწეული სამუშაოს 9 თვის შედეგი შეაჯამეს და ფართო საზოგადოებას წარუდგინეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ფინეთის ელჩი სამხრეთ კავკასიაში არჯა მაკკონენი.  პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ელჩმა ანნე ლამილემ  მონაწილეებს  გაუზიარა ფინეთის გამოცდილება.
ვორქშოპი წარმატებით დასრულდა და სამომავლოდ დაიგეგმა მსგავსი სახის პროექტები, რომელშიც მონაწილეობას  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლები და სტუდენტები მიიღებენ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა