ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და კიევის ნაციონალური უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, პირველი ,,სკაიპ- კონფერენცია’’ გაიმართა თანამედროვე კონფლიქტების საკითხებზე. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ასისტენტ პროფესორი ნატალია ლაზბა და პროფესორი სერგეი დანილენკო.
კონფერენციაზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებმა წაიკითხეს მოხსენებები:
1. ,,თანამედროვე კონფლიქტები აფრიკის კონტინენტზე“ - საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტები: გიორგი ქათამაძე, ლაშა ქაჯაია. ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ირაკლი მანველიძე.
2. ,,ინოვაციური ცვლილებების კონფლიქტოგენური პოტენციალი“ -საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტი ანა ზაქარაძე. ხელმძღვანელი: ასისტენტ- პროფესორი ნატალია ლაზბა,
3. ,,კავკასიის კონფლიქტების გეოპოლიტიკური კოლიზიები“- საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტი. ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ირაკლი გორგილაძე.
კიევის უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა მოხსენებები წაიკითხეს კონფლიქტების შესახებ, რომლის დასრულების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.
უკან |