პროექტის სახელწოდება: “ უნივერსიტეტების, როგორც უწყვეტი განათლების ინსტიტუციების როლის გაძლიერება“( SSRULLI )
საგრანტო ხელშეკრულების ნომერი: 2013-4567
პროექტის ნომერი: 544251- TEMPUS-1-2013-1-GE-TEMPUS-JPHES
პროექტის მენეჯერი: განათლების მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ლია ინაიშვილი,
ტელ: 591510255
ელ. ფოსტა: lia.inaishvili.777@gmail.com
აპლიკანტი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
რეგიონალური პარტნიორები:
საქართველო:
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი,
- აპოლონ ქუთათელაძის თბილისის სახელმწიფო ხელოვნების აკადემია
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ბათუმის საზღვაო აკადემია
- დვვ-ინტერნეშენალ საქართველო
- საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია
ევროპელი პარტნიორები:
- ჰამბურგის უნივერსიტეტი, გერმანია
- გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია
- ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი
სასომხეთი:
- ვანაძორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი
- ერევნის ბრუსოვის სახ. სახელმწიფო ლინგვისტიკის უნივერსიტეტი
- დვვ-არმენია
აზერბაიჯანი:
- ყაზარის უნივერსიტეტი, ბაქო
- კავკასიის უნივერსიტეტი
- აზერბაიჯანის ზრდასრულთა განათლების ასოციაცია
პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს უწყვეტი განათლების სისტემის განვითარებას უნივერსიტეტებსა და სასწავლო დაწესებულებებში; ემსახუროს საზოგადოებას და ხელი შეუწყოს უწყვეტ განათლებას, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი სოციალური განზომილება. ხელს შეუწყობს საზოგადოებას კვალიფიკაციის ამაღლებაში, პროფესიულ განათლებაში დამატებითი ცოდნისა და კომპეტენციების შეძენაში; გაამყარებს კავშირს უნივერსიტეტებსა და საზოგადოებას შორის.
საქართველოში შრომითი ბაზრის ცვალებადობიდან გამომდინარე საჭირო გახდა ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულებების არსებობა, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოების უწყვეტ განათლებას, გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები: საქართველოში უწყვეტი განათლების ცენტრების დაფუძნება, სტრატეგიის განვითარება უწყვეტი განათლების მიმართულებით, ამავე თვალსაზრისით პერსონალის მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, გადამზადება, ასევე უწყვეტი განათლების კურსების შეთავაზება საზოგადოებისათვის.
გადაწყვეტილება №03 - 29 სექტემბერი 2015 წელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე
უკან |