2019 წლის 20-22 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები”. კონფერენციის მიზანია საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესწავლისა და კონსერვაციის შედეგების გაანალიზება, სამომავლო ხედვებისა და იდეების წარმოჩენა, ასევე ბოტანიკური ბაღების საქმიანობის, ბაღებში მცენარეთა კოლექციების შექმნასთან დაკავშირებული საჭიროებებისა და ამოცანების გააზრება, ბოტანიკურ ბაღებსა და ბოტანიკურ ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარება.
დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე: https://conference.nbgg.ge/?page_id=461&lang=ka
უკან |