სამეცნიერო კვლევები

აჭარის რეგიონის ეკომიგრანტების ადაპტაციის და ინტეგრაციის პრობლემები ადგილობრივ თემებში: გამოწვევები და გადაჭრის გზები (გურიის რეგიონის მაგალითზე)

სამეცნიერო პროექტის დასახელებააჭარის რეგიონის ეკომიგრანტების ადაპტაციის  და ინტეგრაციის პრობლემები ადგილობრივ თემებში:  გამოწვევები და გადაჭრის გზები (გურიის რეგიონის მაგალითზე)

გრანტის დაფინანსების     წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო  უნივერსიტეტი

სამეცნიერო   პროექტის  ხელმძღვანელი:

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ინეზა ზოიძე

სამეცნიერო  პროექტის  შემსრულებლები:

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი მანველიძე;

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი  ნატალია ლაზბა;

იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლევან ჯაყელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი  ირინე ცინცაძე;

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი  გიორგი ბროლაძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:

2020 წელი

პროექტის  მიზანი, ამოცანები და აქტუალობა

კვლევის ძირითადი მიზანია გურიის რეგიონის მაგალითზე შეიქმნას ფუნდამენტური ცოდნა  ეკომიგრაციის და ეკომიგრანტების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებზე, რაც გულისხმობს  გურიის რეგიონში სხვადასხვა დროს განსახლებული აჭარის მოსახლეობის ეკომიგრანტების ადგილობრივ თემებში ადაპტაციის, ინტეგრაციის,  სამეურნეო ყოფითი, კულტურის ელემენტების კონსერვაციის პრობლემების დადგენას და ერთიანი კომპლექსური სურათის შექმნას ეკომიგრაციის და ეკომიგრანტების საკითხზე. კვლევის ძირითადი მიზნიდან გამომდინარე კვლევის ამოცანებია:

- ეკომიგრაციის შესახებ  სანეცნიერო ლიტერატურაში არსებული თეორიულ-მეთოდ­ური მიდგომების განხილვა და ანალიზი;

- გურიის რეგიონში აჭარის რეგიონის ეკომიგრანტების  ეკომიგრაციის ეტაპების დადგენა, შესწავალა და ქრონოლოგიური პერიოდიზაციის შედგენა;

- გურიის რეგიონში აჭარის რეგიონის ეკომიგრანტების  დასახლების  ადგილების, მათი რაოდენობის   დადგენა, შესწავალა და განსახლების რუკის შედგენა;  

-სამეურნეო-ყოფითი ცხოვრების აღწერა და შესწავლა;

-ეკომიგრანტების   ადგილობრივ თემებში ადაპტაციის და ინტეგრაციის პროცესის სურათის ჩვენება და თანმდევი პრობლემების გამოვლენა;

 -ეკომიგრანტებისთვის დამახასიათებელი  კულტურული ელემეტების ადგილობრივ თემებთან (და პირიქით) ურთიერთობებში კონსერვაციის პრობელემის გამოვლენა და შესწავალა;

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კვლევას  დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც მეცნიერულ-შემეცნებითი, ისე გამოყ­ენებითი კუთხით. თემის იდეები, განზოგადებები, დასკვნები ხელს შეუწყობს სახ­ელმ­წიფო და სამოქალაქო სექტორის კიდევ უფრო მეტ აქტიურობას ამ კუთხით საქმიანობის გასაძლიერებლად. დღეს არსებული პრობლემები (ყოფითი, კონც­ეპტ­უალური, სამართლებრივი და ინსტიტუციონალური) აფერხებს ეკომიგრაციის პოლიტიკის წარმატებას სამომავლოდ.

კვლევის პრაქტიკული მნიშვნელობა მდგომარეობს, იმაში რომ კვლევის შედეგ­ები შეიძლება გამოყენებულ იქნეს  ეკომიგრაციის საკითხებში სახელმწიფო  სტრატეგიის და სამო­ქმედო გეგმის სრულყოფილებისთვის. ასევე, კვლევის მასალები შეიძლება გამოყ­ენებულ იქნეს სასწავლო მეთოდური მუშაობის პროცესში ისეთი სასწა­ვლო კურსების სწავლების დროს როგორიცაა მიგრაცია, დემოგრაფია,  სოციოლოგია,  მართვის სოციოლოგია, კონფლიქტოლოგია. ამავე დროს მოხდება კვლევის შედეგების გამოყენება ახალი სასწავლო კურსის -  ,,ეკომიგრაცია -თეორია და პრაქტიკა“.  აქედან გამომდინარე,  მას ექნება პოტენციური გავლენა აღნიშნულ სამეცნიერო და საწავლო დარგების განვითარებაზე ეკომიგრაციის შესწავლის  თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუ­ძვლების  შემუშავების და ახლი ცოდნის შექმნის თვალსაზრისით, ხოლო  კვლევის შედე­გების გამოყენება   ხელისუფლების მიერ ეკომიგრაციის პოლიტიკის  თეორიული და პრაქტიკული  პრობლემების შემდგომი დამუშავების პროცესში ხელს შეუწყობს  სახელმწიფო სტრატეგიის სრულყოფას ეკომიგრაციასთან და ეკომიგრანტებთან დაკავშირებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა