სამეცნიერო პროექტის დასახელება: ლურჯი მოცვის (Vaccinium uliginosum) პროგრესირებადი სოკოვანი დაავადებების შესწავლა დასავლეთ საქართველოში.
გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ლიანა ქოიავა - შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი.
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: - შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი- ნანი აფციაური
სამეცნიერო გუნდი: მენტორი - შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერთანამშრომელი -ლამზირი გორგილაძე.
კონსულტანტი- -შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი- გალინა მეფარიშვილი
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადები: 2019-2021
პროექტის მოკლე აღწერა: საქართველოში ლურჯმა მოცვმა (Vaccinium uliginosum) კენკროვან კულტურებს შორის მიწათმოქმედთა უდიდესი ყურადღება მიიპყრო. ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკულ ზონაში შესანიშნავი ბუნებრივი კლიმატური პირობებია ლურჯი მოცვის გასაშენებლად. მსოფლიო ბაზარზე მისი დიდი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, საქართველოშიც არის შესაძლებელი ცივილიზებული ლურჯი მოცვის ბაზრის ჩამოყალიბება და ამ ბაზარზე მყარი პოზიციების დაკავება. თუმცა სხვადასხვა დაავადებათა გამოჩენის გამო ლურჯი მოცვის ნარგაობის შემცირების რისკი მაღალია მსოფლიო მასშტაბით, რაც სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს ლურჯი მოცვის უხვი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მისაღებად. ლურჯ მოცვზე დაავადებების ფართო სპექტრია აღწერილი ლურჯი მოცვის მწარმოებელ ქვეყნებში. დაავადებებს შორის ფართო გავრცელებითა და მავნეობით გამოირჩევა ლურჯი მოცვის მცენარის და განსაკუთრებით ღეროს დაავადების გამომწვევები. როგორიცაა, Botryosphaeria, Neofusicoccum, Diaporthe, Phoma და სხვა. რომელთა სწრაფმა გავრცელებამ ლურჯი მოცვის ბაღების მთლიანი განადგურება გამოიწვია ბევრ ქვეყანაში.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია მიზანმიმართული კვლევების ჩატარება, დაავადებათა დროული და ზუსტი დიაგნოსტიკა, ეფექტური დამცავი ღონისძიებების შემუშავების მიზნით.
წინამდებარე პროექტის უპირველესი მიზანია, დასავლეთ საქართველოში ლურჯი მოცვის მიმდინარე სტატუსის დადგენა ნარგაობათა ექსპედიციური გზით გამოკვლევის, დაავადებული ნიმუშებიდან გამომწვევის გამოყოფა-იდენტიფიცირების გზით; ლურჯი მოცვის ვეგეტაციისა და მოსავლის აღება-შენახვის პერიოდში გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტირება, სოკოვანი დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების ბიოლოგიური თავისებურებების შესწავლა, ინსტიტუტში არსებული კულტურების კოლექციის შევსება ლურჯი მოცვის პათოგენებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საკარანტინო მნიშვნელობის პათოგენებზე. პროექტის საბოლოო მიზანია დაავადებების თავიდან აცილების მიზნით როგორც პროფილაქტიკური ღონისძიებების, ასევე კვლევის განმავლობაში გამოვლენილი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების შემუშავება და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა შორის გავრცელება; პროექტი მიზნად ისახავს აგრეთვე ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესებას და განვითარებას, რაც მას შეუქმნის მყარ საფუძველს, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში თავისი წვლილის შესატანად. პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული სამეცნიერო სიახლე იქნება ახალი, მათ შორის საკარანტინო, მიკროორგანიზმების იდენტიფიცირება და მათი კონტროლის ეფექტური საშუალებების შემუშავება. პროექტის შედეგები სამეცნიერო საფუძველს დაუდებს ლურჯი მოცვის დაავადებების შესწავლას და ხელს შეუწყობს ლურჯი მოცვის მოსავლიანობის დაცვას და ამაღლებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევა განხორციელდება საველე ექსპედიციების და ლაბორატორიული ანალიზის გზით. კვლევის დროს გამოყენებული იქნება საერთაშორისო კლასიკური მიკრობიოლოგიური და მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდები.
დაგეგმილი ამოცანების წარმატებით შესრულების შედეგად მიღებული შედეგების საფუძველზე მომზადდება სტატია, რომელიც გამოქვეყნდება მაღალ რეიტინგულ ჟურნალში, დაგეგმილია ბროშურის მომზადება ლურჯი მოცვის დაავადებების შესახებ, სადაც მოცემული იქნება რეკომენდაციები ლურჯი მოცვის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ
უკან |