სამეცნიერო კვლევები

სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია „ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა აქტუალური საკითხები“

ეროვნული თავდაცვის აკადემია იწვევს მსურველებს სამეცნიერო - პრაქტიკულ კონფერენციაზე ,,ფსიქოლოგიის და  განათლების მეცნიერებათა აქტუალური საკითხები“.  კონფერენცია გაიმართება მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, ონლაინ ფორმატში. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  დაინტერესებულ აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებს, ახალგაზრდა მეცნიერებს და დარგის სპეციალისტებს. სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია მიზნად ისახავს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა სფეროში თანამედროვე საკითხების განხილვას, მეცნიერებს შორის სამეცნიერო კავშირების სტიმულირებას, განხოციელებული კვლევების შედეგების შეკრებასა და გაზიარებას, ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობას.

  კონფერენციის თემატიკაა:

  • ინტერპერსონალური ურთიერთობები და კომუნიკაცია
  • კროსკულტურული  ფსიქოლოგია
  • ინდივიდუალური და ჯგუფური გავლენები
  • მართვა და კომუნიკაცია
  • სოციალური ფსიქოლოგიის გამოყენებითი ასპექტები
  • ასაკობრივი და განათლების ფსიქოლოგია
  • სოციოლოგია
  • პედაგოგიკის ისტორია და თეორია
  • განათლების ფილოსოფია
  • სწავლა, სწავლება და შეფასების მიდგომები და სხვა.

მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების
სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე  აკადემიის ოფიციალურ
ელექტრონულ მისამართზე: conference@eta.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსს, პოლკოვნიკ გიორგი ლაღიაშვილს 591 55
06 06

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა