სამეცნიერო კვლევები

„ბუნებრივი და ხელოვნური ჰუმორული (ანტისხეულები) იმუნიტეტის შესწავლა Sars-Cov-2-ის მიმართ სამედიცინო პერსონალში“

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: ბსუ-ს ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი სალომე აბულაძე

პროექტის ხანგრძლივობა(დაემატა 6 თვე 2023-ში)

სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ლეილა ახვლედიანი და ასოცირებული პროფესორი  მარინა ნაგერვაძე

პროექტის მიზანი - კვლევა მიზნად ისახავს ბუნებრივად  გამომუშავებულ ანტისხეულების ტიტრისა და ინფექციის მსუბუქად ან მძიმედ მიმდინარეობას შორის კავშირის დადგენას, ლოკალური საკვების, ცხოვრების წესის, მოწევის და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით. იგი საშუალებას იძლევა შედარდეს ვაქცინები, მათი ეფექტურობა და ხელოვნური ჰუმორული იმუნიტეტის ხანგრძლივობა. კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნება სამი ვაქცინით (Pfizer-BioNTech (ფაიზერი), Oxford/AstraZeneca (ოქსფორდ ასტრაზენეკა), Sinopharm SARS-CoV-2 Vaccine (Vero Cell) (სინოფარმი) გამოწვეული ჰუმორული პასუხი. ქვეყნის მასშტაბით  კვლევა ახალი და ინოვაციურია. მსგავსი კვლევები  ქართული პოპულაციისთვის  ჯერ არ გამოქვეყნებულა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა