სამეცნიერო კვლევები

სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია „კომუნიკაციის როლი მართვის პროცესში და მისი ფსიქოლოგიური ასპექტები“

2 აგვისტოს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართება სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია ,,კომუნიკაციის როლი მართვის პროცესში და მისი ფსიქოლოგიური ასპექტები“. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებს, ახალგაზრდა მეცნიერებს და დარგის სპეციალისტებს. სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია მიზნად ისახავს კომუნიკაციის როლის განხილვას მართვის პროცესში, ფსიქოლოგიური ასპექტების გაანალიზებას და შეფასებას, განხორციელებული კვლევების შედეგების გაზიარებას.

   კონფერენციის თემატიკა:

  • ინტერპერსონალური ურთიერთობები და კომუნიკაცია
  • კროსკულტურული ფსიქოლოგია
  • ინდივიდუალური და ჯგუფური გავლენები
  • მართვა და კომუნიკაცია
  • სოციალური ფსიქოლოგიის გამოყენებითი ასპექტები
  • განათლების ფილოსოფია
  • სწავლა, სწავლება და შეფასების მიდგომები და სხვა.

მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების

სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 20 ივნისამდე  აკადემიის ოფიციალურ

ელექტრონულ მისამართზე: conference@eta.edu.ge

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსს, პოლკოვნიკ გიორგი ლაღიაშვილს: 591 55 06 06.

ნაშრომის შესრულების სტანდარტი იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა