სამეცნიერო პროექტის დასახელება: ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადების განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა
გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ლეილა ახვლედიანი
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:
ძირითადი შემსრულებელი პროფესორი ნერიმან ცინცაძე;
დამხმარე პერსონალი:
- მოწვეული პერსონალი ნაზიბროლა ცივაძე;
- დოქტორანტი სალომე აბულაძე
- ბაკალავრები - დიანა დუმბაძე და მირანდა შავაძე
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 11 თვე
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:
აუტოიმუნური დაავადების განვითარების ზუსტი მიზეზები ჯერ კიდევ არ არის დადგენილი და აღნიშნული მიმართულებით კვლევები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპისათვის შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ დაავადებას მხოლოდ ერთი ფაქტორი არ იწვევს, არამედ ეს არის მთელი რიგი ფაქტორების კომბინაცია და შესაბამისად აუტოიმუნური დაავადებები მიჩნეულია მულტიფაქტორულ დაავადებად. მიუხედავად მწირი და არასრული მონაცემებისა, აჭარის რეგიონში განსაკუთრებით მაღალია რევმატოიდული ართრიტისა და იდიოპათიური მაალკილოზირებელი სპონდალოართრიტის სიხშირე. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი ჯერ უცნობია.
პროექტის მიზანია აჭარის რეგიონში RA-ითა და AS-ით ავადობაზე მოქმედი ფაქტორების გამოვლენა;
მიზნის მიაღწევად საჭიროა შემდეგი ამოცანების შესრულება:
- პაციენტისაგან, დაავადებაზე მოქმედი სავარაუდო გარე ფაქტორების შესახებ, მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვება, ამისათვის საჭიროა შემდეგი აქტივობები:
- სპეციალური ანკეტა-კითხვარების შემუშავება;
- კითხვარების შევსების მიზნით პაციენტების მობილიზება;
- კვლევისას ეთიკური ნორემების დაცვა, რისთვისაც საჭიროა შემდეგი აქტივობების განხორციელება:
- პაციენტის ინფორმირებული თანხმობის ფორმის შემუშავება;
- ეთიკის კომიტეტისათვის დოკუმენტაციის მომზადება;
- ლაბორატორიული კვლევის ორგანიზება, რისთვისაც საჭიროა შემდეგი აქტივობები:
- საჭირო რეაგენტების და სახარჯი მასალების შეძენა;
- სისხლის ნიმუშების აღების მიზნით პაციენტების და საკონტროლო ჯგუფის მობილიზება;
- სისხლის ნიმუშების აღება RA და AS-თი დაავადებული პაციენტებისაგან;
- სისხლის ნიმუშების აღება საკონტროლო (ასაკითა და სქესით შესაბამისი) ჯანსაღი პირებისაგან;
- შრატის გამოყოფა-დამუშავება, დახარისხება ალიქვოტებად და შენახვა;
- ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რისთვისაც საჭიროა შემდეგი აქტივობები:
- RA-ით და AS-ით დაავადებულების სისხლის ახლადაღებულ ნიმუშებში სისხლის ჯგუფების და რეზუს ანტიგენების სკრინინგი;
- RA-ით და AS-ით დაავადებულების შენახულ სისხლის შრატში ციკლური ციტრულინირებული პეპტიდების (ცცპ-ს) მიმართ აუტოანტისხეულების დეტექცია;
- ჯანსაღი საკონტროლო ჯგუფის შენახულ სისხლის შრატში ციკლური ციტრულინირებული პეპტიდების (ცცპ-ს) მიმართ აუტოანტისხეულების დეტექცია;
- შედეგების გაანალიზება და სტატისტიკური დამუშავება, რისთვისაც საჭიროა:
- RA-ის და AS-ის კორელაციის დადგენა სისხლის ჯგუფებთან;
- RA-ის და AS-ის კორელაციის დადგენა ცცპა-ის დადებით შედეგთან;
- RA-ის და AS-ის კორელაციის დადგენა მწეველობასა და სხეულის მასის ინდექსთან;
- AS-ის შემთხვევაში კორელაციის დადგენა HLA B27-სა და ცცპა-ის დადებით შედეგს შორის;
- AS-ის შემთხვევაში კორელაციის დადგენა HLA B27- ისა და სისხლის ჯგუფების შორის;
- შედეგების გაფორმება, რისთვისაც საჭიროა შემდეგი აქტივობების განხორციელება:
- კონფერენციის მოძიება და რეგისტრაციის პროცედურები;
- კონფერენციისათვის ვერბალური პრეზენტაციის მომზადება;
- სტატიის გამოსაქვეყნებლად მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალის მოძიება;
- სტატიის გაფორმება და გამოქვეყნება
- კვლევის შედეგების დესემინაცია, რისთვისაც საჭიროა შემდეგი აქტივობები:
- ინფორმაციის გადაცემა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისათვის და ჯანდაცვის სამმართველოსათვის;
- შეხვედრები რევმატოლოგებთან, როგორც რეგიონის მასშტაბით, ასევე ქვეყნის მასშტაბით.
საწყის ეტაპზე განხორციელდება ყველა იმ დოკუმენტაციის მომზადება რომელიც აუცილებელია კვლევის ჩატარებისათვის, როგორიცაა პაციენტის ინფორმირებული თანხმობა, ეთიკის კომიტეტის დასკვნა. ასევე მომზადდება სპეცაილური ანკეტა-კითხვარები, რომელიც შეჯერდება ეპიდემიოლოგებთან და ფსიქოლოგებთან. პარალელურად განხორციელდება რეაგენტებისა და სახარჯი მასალების შეკვეთა და პაციენტების მობილიზირება ინფორმირებული თანხმობის გაცნობისა და ხელმოწერის მიზნით, ასევე, სისხლის ნიმუშებისა აღებისა და კითხვარების შევსების მიზნით. აღებულ სისხლის ნიმუშებზე ჩატარდება ლაბორატორიული კვლევა სისხლის ჯგუფური ანტიგენების სკრინინგის მიზნით და სისხლიდან გამოყოფილ შრატებზე ცცპ მიმართ აუტოანტისხეულების დეტექცის მიზნით.
კვლევის ბოლო ეტაპზე მოხდება ლაბორატორიული კვლევის შედეგების და კითხვარების გაანალიზება და სტატისტიკური დამუშავება. ამავდროულად მოხდება საკონფერენციო მასალის მომზადება და საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგენა. გარდა ამისა, დაგეგმილია სტატიის მომზადება. სტატიის გამოქვეყნების მიზნით მოძიებული იქნება ციტირებადი და მაღალიმპაქტფაქტორიანი ჟურნალი და სტატია მომზადდება გამოსაქვეყნებლად.
კვლევის დასრულების შემდგომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა კვლევის შედეგების გაზიარება შესაბამისი სამიზნე აუდიტორიისათვის, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისათვის, ასევე სპეციალიზირებული რევმატოლოგიური კლინიკებისათვის.
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები
კვლევის მოსალოდნელი შედეგია სისხლის კონკრეტული ჯგუფისა და რეზუსის ასოცირება დაავადებათან, სისხლის ჯგუფისა და HLA B27-ის კორელაცია და მათი, როგორც დაავადებისადმი გენეტიკური განპირობებულობის მარკერად გამოყენება. ასევე, ცცპ მიმართ აუტოანტისხეულების მაღალი დონის კორელაცია სისხლის კონკრეტულ ჯგუფთან ან HLA B27-თან, ამ ანტისხეულების AS-ის პათოგენეზში ჩართულობის გამოვლენის მიზნით. სავარაუდოდ დაგდინდება მწეველობისა და სხეულის მასის ინდექსის სარქმუნო კორელაცია აღნიშნულ დაავადებებთან, ისევე როგორც სხვადასხვა პოპულაციებზე ჩატარებული კვლევების უმრავლესობაშია დადასტურებული.
უკან |