სამეცნიერო კვლევები

„აჭარის სუბალპურ ზონაში ადგილობრივი და ინტროდუცირებული მოცვის ნედლეულის წარმოებისა და გადამუშავების რაციონალური ტექნოლოგიების შემუშავება და დანერგვის ორგანიზაცია“

ამეცნიერო პროექტის დასახელება: აჭარის სუბალპურ ზონაში ადგილობრივი და ინტროდუცირებული მოცვის ნედლეულის წარმოებისა და გადამუშავების რაციონალური ტექნოლოგიების შემუშავება და დანერგვის ორგანიზაცია“

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  ზურაბ მიქელაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლებ

ძირითადი პერსონალი - ნინო სეიდიშვილი, იამზე ჩხარტიშვილი, სოფიო პაპუნიძე, ნუნუ კუტალაძე.

დამხმარე პერსონალი - დოდო აბულაძე, ციალა ბოლქვაძე, თამარ გოგოლიშვილი.

პროექტში ჩართული სტუდენტი- ნიკა მამულაძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 02/2023-12/2023

პროექტის მიზანიამოცანები და აქტუალობა

პროექტის მიზანი: მოცვის ნედლეულის სუბალპურ ზონაში წარმოების რაციონალური ტექნოლოგიების შემუშავება და მიზანმიმართულად გამოყენება, უნარჩენო გადამუშავების ტექნოლოგიების შექმნა, რომლის ძირითადი ფუნქციაა ნედლეულის კომპლექსური უნარჩენო გადამუშავების უზრუნველყოფა, ფართო მოხმარების და პროფილაქტიკური დანიშნულების პროდუქტების წარმოება და მათი ქიმიური და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების კვლევა.

პროექტის ამოცანები:

- სამეცნიერო კვლევების და ექსპერიმენტულ სამუშაოებისათვის მომზადება მოწყობილობების გამართვა, რეაბილიტაცია, მოდერნიზაცია და ახლის   შეძენა;

- მოცვის ფოთლიდან გრანულირებული (მარცვალა) მწვანე და შავი ჩაის მიღება;

- მანდარინის და წაბლის ყვავილიდან ნატურალური არომატიზატორის მიღება მოცვის ფიტოჩაიში მათი გამოყენება;

- მოცვის ჩაის სხვადასხვა ასორტიმენტის პროდუქციის დამზადების ტექნოლოგიური რეჟიმების ოპტიმიზაცია, შრობის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით;

- მოცვის ნედლეულის კომპლექსური უნარჩენო გადამუშავებით მიღებული ინოვაციური სხვადასხვა ასორტიმენტის ფოტოჩაის პროდუქციაზე რეცეპტურების შემუშავება, საცდელი ნიმუშების დამზადება. დამზადებული მოცვის ჩაის პროდუქციის დეგუტაცია-პრეზენტაცია.

პროექტის აქტუალობა: აჭარის სუბალპურ ზონაში ადგილობრივი და ინტროდუცირებული მოცვის

ნედლეულის წარმოებისა და გადამუშავების რაციონალური ტექნოლოგიების შემუშავება.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

 

-  ჩატარდება საქართველოს ბაზარზე არსებული მოცვის ჩაის ტიპის პროდუქციის მარკეტინგული კვლევა,

დადგინდება მოცვის ფოთლის სანედლეულო ბაზა;

-  დადგინდება მოცვის გრანულირებული (მარცვალა) მწვანე ჩაის დაორთქვლის ტემპერატურული რეჟიმი,

შეირჩევა მოცვის  გრანულირებული ჩაის ოპტიმალური ზომები, შეისწავლება გრანულირებული მოცვის ჩაის შრობის რეჟიმი;

- მოხდება მანდარინის და წაბლის ყვავილიდან ნატურალური არომატიზატორის და ბიოდანამატის ექსტრაქტის ოპტიმალური ვარიანტის დამზადება, არომატიზატორის მოცვის ფიტოჩაიში გამოყენების ოპტიმალური რაოდენობის დადგენა, ორგანოლეპტიკური ანალიზი;

- შეირჩევა შრობის ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმი და შრობის მეთოდები;

- განისაზღვრება ორგანოლეპტიკური და ქიმიური მაჩვენებლები, როგორც ნედლეულში ასევე მზა პროდუქციაში;

- მოხდება დამზადებული პროდუქციის დაფასოება მუყაოს და ქაღალდის პაკეტებში;

- დაზუსტებული რეცეპტურებით დამზადდება სხვადასხვა ასორტიმენტის მოცვის ფიტოჩაის საცდელი ნიმუშები, დადგინდება დამზადებული პროდუქციის კვებითი ღირებულება, ჩატარდება დეგუსტაცია-პრეზენტაცია;

- მომზადდება პროექტში შესრულებული სამუშაოების საბოლოო ანგარიში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა