სამეცნიერო კვლევები

„აჭარა-თურქეთის სასაზღვრო ზოლში ქერქიჭამიების გავრცელების თანამედროვე მდგომარეობა და სახობათა იდენტფიკაცია”

ამეცნიერო პროექტის დასახელება:  „აჭარა-თურქეთის სასაზღვრო ზოლში ქერქიჭამიების გავრცელების თანამედროვე მდგომარეობა და სახობათა იდენტფიკაცია”.

გრანტის დაფინანსების წყარო:  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  ასოც. პროფ. გუგული დუმბაძე, ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის პროფესორი თემელ გოქთურქი

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ბიოლოგიის მეორე კურსის მაგისტრანტი მარიამ ბერიძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  

 კვლევა მოიცავ 8 თვე, 2024 წელი.

პროექტის მიზნები  და კონკრეტული ამოცანები

ნაძვის ქერქის ხოჭოს სახეობრივი იდენტიფიკაცია, ბიოლოგიური და  მორფოლოგიური  მახასიათებლების დეტალური შესწავლა, აჭარისა და თურქეთის მოსაზღვრე წიწვოვნების ფართოდ გავრცელებულ არეალში (ჩირუხისა და შავშეთის წიწვოვანი ტყე), ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით.

საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა ზოლში, მის ორივე მხარეს მავნებლის გავრცელებისა და სახეობრივი იდეტიფიკაციისათვის, მნიშვნელოვანია საველე გასვლები და კვლევა ჩირუხისა და შავშეთის მოსაზღვრე წიწვოვნებში, სადაც განთავსდება ფერომინიანი ხაფანგები და შესაძლებლობა იქნება  საველე პირობებში მწერების შეგროვების,  დაკვირების, ლაბორატორიულ პირობებში მოცემული მასალის დამუშავების და წიწვოვანი ტყების მდგომარების შეფასების. კვლევა განხორციელდება 8 (რვა) თვის განმავლობაში.

სტუდენტი მოამზადებს სამაგისტრო ნაშრომს, კვლევის შედეგებს ის წარადგგენს საერთაშორისო კონფერენციაზე, ასევე, გამოაქვეყნებს შესაბამის ნაშრომს მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში.

მოსალოდნელი შედეგები

შესრულებული სამაგისტრო ნაშრომი, გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი, გარდა ამისა, მოხდება ნაძვის ქერქის ხოჭოს ახალ სახეობათა იდენტიფიკაცია, გამოვლენა საქართველო თურქეთის სასაზღვრო ზოლში, რაც მეტად მნიშვნელოვანია მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდების შესამუშავებლად.

კვლევის განხორციელება ასევე მნიშვნელოვანია ინტერნაციონალური თვალსაზრისით, სტუდენტის ჩართულობით, ერთობლივი კვლევების დაგეგმვისა და მათი შესრულების თვალსაზრისით.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა