სამეცნიერო კვლევები

აჭარის რეგიონიდან განსახლებული ეკომიგრანტების ადაპტაცია და ინტეგრაცია საქართველოს ადგილობრივ თემებში

ამეცნიერო პროექტის დასახელება: აჭარის რეგიონიდან განსახლებული ეკომიგრანტების ადაპტაცია და ინტეგრაცია საქართველოს ადგილობრივ თემებში

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  პროფ. ირაკლი მანველიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ინეზა ზოიძე, ნატალია ლაზბა, ელზა ფუტკარაძე, ირინე ცინცაძე, ფატი ხალვაში.

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  2024-2027

პროექტის მიზნები  და კონკრეტული ამოცანები: კვლევის ძირითადი მიზანია  ფუნდამენტური ცოდნის შექმნა აჭარის რეგიონიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა დროს განსახლებული ეკომიგრანტების ადგილობრივ თემებში ადაპტაციის, ინტეგრაციის,  სამეურნეო ყოფითი, კულტურის ელემენტების კონსერვაციის პრობლემების და მათი გადაჭრის შესახებ. კვლევის ძირითადი მიზნიდან გამომდინარე კვლევის ამოცანებია: - აჭარის რეგიონიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ეკომიგრაციის ეტაპების დადგენა, შესწავლა და ქრონოლოგიური პერიოდიზაციის განსაზღვრა; - განსახლებული ეკომიგრანტების დასახლების  ადგილების, მათი რაოდენობის   დაზუსტება და განსახლების რუკის შედგენა; - ეკომიგრანტების სამეურნეო-ყოფითი ცხოვრების აღწერა და შეფასება; - ეკომიგრანტთა მეტყველების შესწავლა და მათი ენობრივი თავისებურებების გამოვლენა; -ადგილობრივ თემებში ეკომიგრანტების კონფესიური ურთიერთდამოკიდებულების შეფასება;  - ეკომიგრანტებისთვის დამახასიათებელი  კულტურული ელემენტების ადგილობრივ თემებთან (და პირიქით) ურთიერთობებში კონსერვაციის პრობლემის გამოვლენა; - ეკომიგრანტების საჭიროებების დადგენა; -უკუმიგრაციის გამომწვევი მიზეზების დადგენა;  -ეკომიგრანტებთან დაკავშირებით სახელმწიფო მოქმედი სტრატეგიების ანალიზი  და მისი კონცეპტუალური საფუძვლების  განსაზღვრა;

მოსალოდნელი შედეგები: ემპირიული კვლევის შედეგად მოპოვებული  მასალები დაგეგმილ მონოგრაფიას უდავოდ ღრმა მეცნიერულ ნაშრომად  გადააქცევს. პრაქტიკულად  შეიქმნება სრულიად განსხვავებული სამეცნიერო პროდუქცია, რომელიც     სიახლით წარმოაჩენს ეკომიგრაციის საკითხს.   ამ კლევას შემდგომში სხვადასხვა მიმართულებით განვითარების პერსპექტივა შეექმნება, კერძოდ საფუძველს დაუდებს გაანალიზდეს ისეთი საკითხები როგორიცაა:  ეკომიგრაციის და მასთან დაკვშირებული პოლიტიკის თეორიული და პრაქტიკული  პრობლემების შემდგომი დამუშავების და გადაწყვეტის საკითხები, ეკომიგრაციის საკითხებში სახელმწიფო  სტრატეგიის და სამო­ქმედო გეგმის სრულყოფილებისთვის.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა