ცენტრის ძირითადი მიზნებია:
- პარალელური და მულტილინგვური კორპუსების განვითარება - თანამედროვე სასწავლო და გამოყენებითი კვლევების მხარდაჭერის მიზნით.
- პროექტის: „თარგმნილი პოლიტიკური კორპუსის განვითარება“ (გრანტი # 690 11210 3016 20, G-PAC და ბსუ-ს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე) ფარგლებში შექმნილი კორპუსის პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემთა ბაზების შევსება თარგმნილი პოლიტიკური სამეცნიერო ლიტერატურით;
- ამავე კორპუსის ტერმინოლოგიურ მონაცემთა ბაზების შექმნა-ლოკალიზაცია (ადაპტაცია): ვებგვერდი: www.corpus.16mb.com
პარალელური კორპუსი: „თარგმნილი პოლიტიკური კორპუსის“ მონაცემთა ბაზები წარმოადგენს მზარდ სამეცნიერო-კვლევით მასალებს ლინგვისტიკის, თარგმანის, ტერმინოლოგიის, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა მიმართულებებით. ენობრივი ტექნოლოგიების ეპოქაში პარალელურ კორპუსს აქვს პოტენციალი, გახდეს სტუდენტებისათვის (1) „საწარმოო პრაქტიკის“ ბაზა (2) სამეცნიერო კვლევების წარმართვის თანამედროვე ციფრული ბაზა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარალელური კორპუსი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის გრანტის, - „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა საქართველოში“, - (“EWMI-G-PAC”; გრანტი ნომერი: 690 11 210 3016 20-ის) ფარგლებში.
პარალელური კორპუსის საცდელი ვერსიის ვებგვერდი http://corpus.16mb.com
ცენტრის ამოცანაა:
- საუნივერსიტეტო სასწავლო, აკადემიური/სამეცნიერო რესურსების განვითარება;
- ბსუ-ს სტუდენტების თანამედროვე დარგობრივი ლიტერატურით (ელექტრონული) უზრუნველყოფა;
-
ხელი შეუწყოს დარგობრივი ლექსიკონების განვითარებას, სტუდენტებისა და პროფესორების მხრივ მათი ინტენსიური გამოყენებისა და მონაცემთა შევსების მიზნით;
2014 წლის 27-29 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საუნივერსიტეტო განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის გრანტის ფარგლებში, ცენტრმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზება გაუწია საერთაშორისო კონფერენციას: მთარგმნელი და თარგმანმცოდნეობა ევროინტეგრაციის კონტექსტში.
კონფერენენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ევროკომისიის თარგმანმცოდნეობის დირექტორანტის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, რომლებიც განიხილავენ ახალი ევროპული სამაგისტრო პროგრამების დანერგვის, ევროპულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობის, საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის საკითხებს. საერთაშორისო კონფერენციაზე ქართველი, ინგლისელი, ბელგიელი, უნგრელი, ავსტრიელი, ლატვიელი ექსპერტები და მკვლევარები მოხსენებებს წარმოადგენენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: კონფერენციის თარჯიმნის ახალი პროგრამის განვითარება სამაგისტრო სწავლების საფეხურზე და მისი წინაპირობები, კონფერენციის თარჯიმანთა მომზადება, პროგრამული უზრუნველყოფა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზებით სტუდენტთა უზრუნველყოფის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, თარგმანმცოდნეობის ინსტიტუტიონალიზაცია და მისი ზეგავლენა სამაგისტრო პროგრამებზე.
კონფერენციის სამუშაო სპეციფიკა: პარტნიორობის ჩამოყალიბება „თარგმანმცოდნეობის ევროპული მაგისტრის“ (EMT: European Master in Translation) ხარისხის მფლობელ ევროპული უნივერსიტეტების თარგმანის პროგრამის ხელმძღვანელებთან, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განხორციელების პერსპექტივებზე მსჯელობა; კონფერენციის ფარგლებში იმუშავა სექციამ: „თარგმანის სწავლება სამაგისტრო საფეხურზე: ევროპული გამოცდილების გაზიარება“.
სექციის მონაწილეებმა
- წარმოადგინეს მოხსენებები საბაკალვრო და სამაგისტრო საფეხურებზე სწავლების მეთოდიკის შესახებ; მოხსენებებში გაანალიზებული იქნა ევროპული და ქართული უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო საფეხურის პროგრამების სპეციფიკა, სწავლების მეთოდიკა, პროფესორ-მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და ეროვნული აკრედიტაციის სამსახურის, საკვალიფიკაციო ჩარჩოსა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნები, სტუდენტების სტაჟირების პრობლემები, სამაგისტრო ნაშრომის ხარისხის სტანდარტები და ა. შ.
- დამსწრეებმა წარმოადგინეს მოხსენებები, რომლებშიც გაანალიზებული იქნა ის სირთულეები, რაც უსდ-ების სამაგისტრო სწავლების საფეხურზე ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ ენებზე დარგობრივი თარგმანისა და ტერმინოლოგიის სწავლებასა და სწავლების მეთოდიკას შეეხება; სწორედ აღნიშნული კონფერენციის დროს მიღებული გამოცდილებისა და დამყარებული კონტაქტების საფუძველზე მომზადდა საგრანტო განაცხადი Erasmus+ კონკურსისათვის.
უკან |