სამეცნიერო კვლევები

დასავლეთ საქართველოს რეგიონული ქრომატოგრაფიული ცენტრი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბაზაზე, 2014 წელს შეიქმნა დასავლეთ საქართველოს რეგიონული ქრომატოგრაფიული ცენტრი. ლაბორატორიაში აპრობირებულია საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სასურსათო პროდუქციისა და გარემოს კვლევის ორასამდე მეთოდი. მათგან აღსანიშნავია პესტიციდების ქრომატოგრაფიული ანალიზი (რაოდენობა და თვისობრივი), ტოქსინების ქრომატოგრაფიული ნალიზი (რაოდენობა და თვისობრივი), ნიტრატები, მძიმე მეტალთა და სხვა იონების ქრომატოგრაფიული ანალიზი კონდუქტომეტრული დეტექტორით, ნიტროზოამინი, ანტიბიოტიკები, დიოქსინი, მისი ანალოგები ქრომატოგრაფიული ანალიზი უ.ი. ან მას-დეტექტორით, საკვებდანამატები ქრომატოგრაფიული ანალიზი უ.ი. ხილული, რეფრაქტრომეტრული ან მას-დეტექტორით და სხვ.

დასავლეთ საქართველოს რეგიონული ქრომატოგრაფიული ცენტრი შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტის (AP/96/13, ხელმძღვანელი - ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი ალეკო კალანდია) ფარგლებში შეიქმნა. უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის გახსნა მნიშნელოვანია რეგიონში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისათვის. დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ქრომატოგრაფიულ ცენტრში  განხორციელდება საერთაშორისო დონის მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კვლევები.

ცენტრი აღჭურვილია შემდეგი თანამედროვე აპარატურით:

მაღალი წნევის თხევადი ქრომატოგრაფით Waters (UV/Visible Detector 2489, Binary HPLC Pump 1525) (ულტრაიისფერი და ხილული დიაპაზონის დეტექტორით), 2414 RI Detector  რეფრაქტომეტრული ინდექსის დეტექტორით, (Fraction Collector) ფრაქციების კოლექტორით, (სხვადასხვა სვეტით), ზემაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფიული სისტემა, მასს-დეტექტორით (Acquity UPLC H-Class Core System,  Acquity QDa Single Quadupole Mass-Detector) (სხვადასხვა სვეტით), იზოკრატული კონდუქტომეტრული დეტექტორით  (Breeze Isocratic Manual 432 Conductivity Detector) და აირ-სითხური ქრომატოგრაფით Thermo TRACE 1310 Mainframe 230V, სპექტროფოტომეტრით Beckman,   სპექტროფოტომეტრი, ვაკუუმამაორთქლებლები (ვაკუუმტუმბოთი), pH-მეტრები (Mettler Toledo),  ციფრული რეფრაქტრომეტრები, ციფრული ანალიზური სასწორები, სუპერკრიტიკული წნევის ფლუიდური ექსტრაქტორი (SFE 100 with 100 ml Pump. Includes ), რეგულირებადი გამაცხელებლები, ულტრაიისფერი ნათების წყარო, წყლიანი აბაზანა, ულტრახმოვანი აბაზანა, წყლის თერმორეგულატორი, საყოფაცხოვრებო მაცივრები (ნიმუშების შესანახად), საშრობი კარადები, მუფელის ღუმელი, ცენტრიფუგა, აუცილებელი ქიმიური ჭურჭელი,  კამერები თხელფენოვანი ქრომატოგრაფირებისათვის, დისტილატორი, მიკროსკოპი (ვიდეოთვალით), უკუმაცივრები, სოქსლეტის აპარატები, საფილტრაციო სისტემები და სხვა.  განყოფილება აღჭურვილია მიკრობიოლოგიური ლაბორატორიით (ბოქსი, ბოქსის წინა სტერილური ოთახი, ლამინარი, თერმოსტატები, სტერილიზატორები, შესაბამისი ჭურჭელი).

ცენტრში ხორციელდება სამეცნიერო პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აჭარაში გავრცელებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული მცენარეების ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების (ფენოლური ნაერთების, ალკალოიდების, ეთერზეთების, ლიპოიდური ნაერთების და სხვა) შესწავლას. მკვლევარები ასევე მუშაობენ ნედლეულის აღების ოპტიმალური პირობების დადგენასა და მათგან ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით მდიდარი კონცენტრატების და პრეპარატების მიღების ტექნოლოგიის შემუშავებაზე.

საქართველოს სინამდვილეში პირველად კვლევის თანამედროვე  ინსტრუმენტალური მეთოდებით (მაღალი წნევის სითხური და  აირ-სითხური ქრომატოგრაფიით, ულტრამაღალი წნევის ქრომატო-მას-სპექტროსკოპიით) შესწავლილი იქნება აჭარის ავტოქთონური ვაზის ჯიშები, რომლებიც განადგურების, მივიწყებისა და გადაშენების გზაზეა და ყურძნისა და ღვინის ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა სრულყოფილი კომპლექსი.

ციტრუსოვნებთან დაკავშირებული ჩასატარებული კვლევები მთლიანობაში მეცნიერული სიახლეა, რადგან არ არსებობს მონაცემები, არა მარტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის ნაკვეთებში გაშენებულ ციტრუსოვანთა ნაყოფის ქიმიური შედგენილობის შესახებ. შეისწავლება ციტრუსოვანთა ნაყოფის ქიმიური შედგენილობა თანამედროვე ფიზიკო-ქიმიური მეთოდების გამოყენებით. პირველად საქართველოს სინამდვილეში მაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფირების (ულტრაიისფერი და ხილული, რეფრაქტრომეტრული, გრავიმეტრული დეტექტორები), აირ-სითხური ქრომატოგრაფის (ალური დეტექტორი), ულტრა მაღალი წნევის სითხური ქრომატო-მას-სპექრომეტრის გამოყენებით დადგინდება აჭარაში ინტროდუცირებული ციტრუსოვნების ნახშირწყლების, ორგანული მჟავების, ფენოლური ნაერთების,  ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების თვისობრივი და რაოდენობრივი შემცველობა. ასევე დადგინდება ადგილობრივი ეკოლოგიური პირობების გავლენა ნაყოფის მოკრეფის ვადებზე და ინტროდუცირებულ ციტრუსოვანთა ნაყოფის შენახვის დროს მიმდინარე ქიმიური ცვლილებები.

თანამედროვე ფიზიკო-ქიმიური მეთოდების გამოყენებით პირველად შეისწავლება მსოფლიო ბაზარზე გავრცელებადი სტევიას ახალი ჯიშის მცენარეთა ქიმიური შედგენილობა - ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები, დასავლეთ საქართველოს ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებში. მიღებული შედეგებით შემუშავდება სტევიას ნედლი ფოთლის გადამუშავების ორიგინალური კომპლექსური ტექნოლოგია.

ასევე პირველად საქართველოში შესაძლებელი გახდება ოჯ.Vacciniaceae-ს სახეობებისა და ჯიშების ფიზიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა ქიმიური შედგენილობის, სტრუქტურის, აღნაგობის დადგენა ქიმიური, ფიზიკო-ქიმიური და თანამედროვე ინსტრუმენტული მეთოდებით. მოხდება ინტროდუცირებული ჯიშებისა და ადგილობრივი სახეობების  ბიოლოგიურად აქტიურ  ნაერთთა კომპლექსის შედარებითი დახასიათება; დადგენილი იქნება აგრო-ეკოლოგიური ფაქტორების გავლენა ამ ჯიშებისა და სახეობების ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა კომპლექსზე.

კვლევის თანამედროვე ფიზიკო-ქიმიური მეთოდების გამოყენებით პირველად შეისწავლება  ტყემლისა და ჭალაფშატის ადგილობრივი ჯიშები და ველური ფორმები, ჩატარდება ნედლეულში შემავალი ბიოლოგიურად აქტიურნაერთთა თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის ადაპტირება და სრულყოფამაღალი წნევის სითხოვანი ქრომატოგრაფიის გამოყენებით; შესაძლებელი გახდება ნედლეულისა და გადამუშავების პროდუქტების ანტიოქსიდანტური აქტივობის დადგენა; კვლევების შედეგები  ბიოლოგიური ობიექტების შემდგომი გამოყენების საფუძველი გახდება, მათგანბიოლოგიურადაქტიურინაერთებითმდიდარიკონცენტრატების, პრეპარატებისა და ბუნებრივი საღებავების მისაღებად.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა