სამეცნიერო კვლევები

ზოგიერთი რელიქტური სახეობის ბიოეკოლოგია და გამრავლების თავისებურებანი სამხრეთ კოლხეთში

სამეცნიერო პროექტი - ზოგიერთი რელიქტური სახეობის ბიოეკოლოგია და გამრავლების  თავისებურებანი  სამხრეთ კოლხეთში

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ნანა ზარნაძე

სამეცნიერო პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო   ფონდი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა -2015 –2016 წწ.
                                                                                                    
სამეცნიერო პროექტის მიზანი - აჭარის ენდემური რელიქტების ბიოეკოლოგიის შესწავლა; მორფოგენეზის    თავისებურებათა  შესწავლა in vitro სისტემაში.
სამეცნიერო პროექტის  ამოცანები:

1. ვეგეტირებადი ყლორტების ზედაპირული სტერილიზაციისათვის  ოპტიმალური პჯონჯოლის და წყავმაზას ბიომრავალფეროვნების და ჯონჯოლის in vitro კულტურაში კლონური მიკროგამრავლების თავისებურებების შესახებ. ყურადღება ეთმობა ამ მეთოდის უპირატესობებს ტრადიციულთან შედარებით და მის პრაქტიკულ გამოყენებას. განხილულია მიკროგამრავლები სმეთოდების კლასიფიკაცია: ექსპლანტის ქსოვილზე საუღლე მერისტემებისა და ადვენტურ იყლორტების წარმოქმნის,  კვირტების რეგენერაციის ,ექსპლანტის უჯრედებსა და კალუსში კვირტების ინდუქციის თავისებურებები, აგრეთვე მიკროკლონების დაფესვიანებისა და აკლიმატიზაციის საკითხები. შემუშავდა   კოლხური ჯონჯოლი Staphylea colchica Stev-ს მორფოგენეზი.  in vitro კულტურაში შეყვანის მეთოდიკა,  მიკროკლონური გამრავლებისა და მასიური ადვენტური კვირტწარმოქმნის ოპტიმალური პირობები, დაფესვიანების, კალუსოგენეზისა და მისგან ორგანოგენეზის ინდუქცია.ირობების შემუშავება;

2. მიკროყლორტების გამრავლებისა და  განვითარების  პირობების  შერჩევა; ტროფიკული ფაქტორების, ზრდის  რეგულატორებისა და ფიზიკური პირობების გავლენის შესწავლა მორფოგენეზის
სხვადასხვა ეტაპზე

3. მიკროყლორტების დაფესვიანების პირობების შესწავლა;

4.აკლიმატიზაციის პროცესისა და შემდგომი პერიოდის პირობების შერჩევა.
კვლევის შედეგად:
1. დადგინდა კოლხური ჯონჯოლის (Staphylea colchica)გავრცელების GPS კოორდინატები. განედი - N41035.015,  გრძედი - E041053.372,  სიმაღლე ზ.დ. 167 მ. 
2.  დადგინდა წყავმაზას გავრცელების GPS კოორდინატები: განედი - N41032.880, გრძედი - E041044.650, სიმაღლე ზ.დ. 232 მ .
3. კვლევის შედეგად დადგენდა, რომ წინა აღრიცხვასთან შედარებით  კოლხური ჯონჯოლისა და წყავმაზას გავრცელების არეალები მკვეთრად შემცირდა. 
4.აჭარაში (სამხრეთ კოლხეთში) გავრცელებულ რელიქტურ სახეობებს შორის თესლების გაღივების ყველზე დაბალი პროცენტით ხასიათდება კოლხური ჯონჯოლი(Staphylea colchica) და წყავმაზა.
5. ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევამ გვიჩვენა in vitro მეთოდის წარმატებით გამოყენების შესაძლებლობა ელიტურისახეობის-კოლხური ჯონჯოლის(Staphylea colchica)გამრვალებისათვის.
6. დადგენიდა, რომ სიცოცხლისუნარიანი კულტურების მისაღებად საუკეთესო მასალას პირველადი ექსპლანტის სახით წარმოადგენს ვეგეტირებადი კვირტები.
7. არაინფიცირებული და სიცოცხლისუნარიანი კულტურების მისაღებად, მასტერილებელი ნივთიერების სახით საუკეთესო აღმოჩნდა დიოციდის 0,2 % წყალხსნარის გამოყენებ აექსპოზიციით 20 წთ.
8. კოლხური ჯონჯოლის(Staphylea colchica) მიკროკლონალური გამრავლების მაღალიეფექტურობისათვის ოპტიმალურია მიკროკალმების ტროფიკული უზრუნველყოფა გამბორგის მიერ მოდიფიცირებული საკვებიარით.
9. კოლხური ჯონჯოლის(Staphylea colchica)გამრავლების კოფიციენტის ზრდისათვის  in vitro  კულტურაში საუკეთესო შედეგი მოგვცა ბაპ-სშეტანამ საკვებარეში.
10. მიკროგამრავლების პროცესის სტიმულირებისათვის მიზანშეწონილია საკვებ არეში ციტოკინინებთან ერთად აუქსინური ბუნების (ნძმ) ჰორმონის მცირერაოდენობით შეტანა.
11.შესწავლილია მიკროკალმების დაფესვიანებისათვის ოპტიმალური პირობები, რაც ასევე დამოკიდებულია, როგორც ფიზიკურ ასევე ფიზიოლოგიურ და ქიმიურ ფაქტორებზე.
12. კოლხური ჯონჯოლის(Staphylea colchica)მცენარე-რეგენერანტები ხასიათდებიან კარგია აპტაციის უნარით. არასტერილური პირობებისადმი შეგუება საშუალებას გვაძლევს მიღებული მცენარეების სათბურებში გამრავლების შესაძლებლობას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა