სამეცნიერო კვლევები

კვლევებისა და გაცვლის საერთაშორისო საბჭო (IREX)

IREX - საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო - აშშ-ს საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების პროგრამებისა და ინტერნეტის ქსელის განვითარებას და მიზნად ისახავს მასობრივი ინფორმაციის დამოუკიდებელი საშუალებების ხელშეწყობას და ინტერესდება სამოქალაქო სამართლის საკითხებით როგორც აშშ-ში, ასევე, ევროპაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში. 

ემსახურება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ცოდნის გაღრმავებას. ორგანიზაციის მიზანია, საშუალება მისცეს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ასევე დაწესებულებებს  მიიღონ მონაწილეობა სამოქალაქო საზოგადობის ჩამოყალიბებაში.

IREX - ის მიზნები და ამოცანებია: 

  • გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებში დემოკრატიისათვის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა. 
  • სასწავლო, აკადემიურ, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიაში მდგომარეობის გამყარება და საერთაშორისო დონეზე მათი აქტიური მოღვაწეობის ხელშეწყობა. 
  • სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში პერსპექტიული სამეცნიერო კვლევების ჩატარებისათვის დახმარების აღმოჩენა. 
  • ახალი თაობის ლიდერების გამოვლენა; მათი მომზადება და სწავლება იმ პროგრამის მიხედვით, რომელიც შემუშავებულია IREX - ის მიერ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან, სამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ფონდებსა და კორპორაციებთან ერთად. 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: http://www.irex.ru/


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა