ფაბლაბი არის საინჟინრო მიმართულების სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას რეალობად აქციოს საკუთარი ინოვაციური იდეა. აღნიშნული ლაბორატორია საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის შედეგად შეიქმნა.
"ფაბლაბი" ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე 2015 წელს შეიქმნა. ლაბორატორიის მიზანია იდეების გენერირება და გამოგონებების შექმნა. FAB LAB BSU აღჭურვილია თანამედროვე ციფრული ტექნიკით: 3D პრინტერებით, ლაზერული მჭრელებით და უახლესი დაზგა-დანადგარებით, რაც სტუდენტებსა და ნებისმიერ მსურველს საკუთარი იდეისა და პროექტის განხორციელების და საკუთარი პროდუქციის შექმნის საშუალებას აძლევს.
ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები საინჟინრო გადაწყვეტილებების მოდელირებით სხვადასხვა სახის კონსტრუქციებსა და შენობა-ნაგებობების მაკეტებს ქმნიან.
ამჟამად, მიმდინარეობს FAB LAB BSU-ს საერთაშორისო ქსელში ჩართვა, რაც ხელს შეუწყობს აქ გაჩენილი ინოვაციური იდეებისა და პროექტების საერთაშორისო ასპარეზზე გატანას.
უკან |