დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, ციტრუსოვანთა მოვლა-მოყვანა ღია გრუნტში, შესაძლებელია შავი ზღვის სანაპირო ზოლის თბილ ადგილებში. დღეისათვის ციტრუსოვნები ძირითადად გავრცელებულია აჭარის (ქობულეთი, ხელვაჩაური), გურიის, სამეგრელოს და აფხაზეთის აგრო ეკოლოგიურ ზონებში. ჩვენს პირობებში მანდარინის მცენარის სასიცოცხლო ნულად მიღებულია ტემპერატურა -120C ქვემოთ. ოპტიმალურ ტემპერატურად, რომლის დროსაც მიმდინარეობს მანდარინის აქტიური ზრდა 20-250C. ზრდის პირველ პერიოდში, კრიტიკული მაქსიმალური ტემპერატურა შეადგენს 28-300C-ს, ხოლო ზრდის მეორე პერიოდში 35-360C-ს. ტემპერატურის უფრო მაღალი დონე იწვევს სასიცოცხლო პროცესების შეფერხებას და ნაყოფის ჩამოცვენას. მანდარინის აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 3200-40000C-ს შეადგენს. იგი არ უყენებს ერთნაირ მოთხოვნას სითბოს, განვითარების ცალკეული ფაზების გავლისას. ფოთლების გაშლისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 15 0C, ხოლო უფრო დაბალი ტემპერატურის პირობებში, ეს ფაზა ყოვნდება. ყვავილობა ნორმალურად მიმდინარეობს 17-190C პირობებში. ამ ფაზის გავლისათვის უფრო მაღალი ტემპერატურა (25-300C) ძალიან საშიშია, რადგან ის იწვევს ფოთლების გადახურებას, წყლის ტრანსპირაციას და ნასკვების მომეტებულ ცვენას
იმისათვის, რომ ფერმერული მეურნეობები უზრუნველყოფილი იყოს ციტრუსოვანთა, ელიტური და ჯანმრთელი ნერგით, საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიების ხარჯზე სანერგე მეურნეობების ორგანიზაცია. ამისათვის აუცილებელია რამდენიმე თანმიმდევრული ოპერაციების ჩატარება, კერძოდ, საძირეების წინასწარი გამოზრდა, მყნობა და ნამყენის მოვლა-ფორმირება. თითოეული ოპერაცია კი მოითხოვს თავისებურ აგროტექნიკურ ღონისძიებებს, რისთვისაც სანერგეში უნდა იყოს შემდეგი განყოფილებები:
1. საძირეების გამოზრდის განყოფილება;
2. ფორმირების განყოფილება, სადაც წარმოებს მყნობა და ნამყენის შემდგომი გამოზრდა. ეს უკანასკნელი ორი ნაკვეთისაგან შედგება, კერძოდ:
ა) პირველი წლის სანამყენე ნაკვეთი;
ბ) მეორე წლის ანუ ერთწლიანი ნამყენის გამოზრდის ნაკვეთი
3. სადედე განყოფილება
სანერგეში მოვლის ყველა ღონისძიება ზაფხულის განმავლობაში ისე უნდა მოეწყოს, რომ მყნობის პერიოდისათვის ღეროს დიამეტრმა 8-10 მმ-ს მიაღწიოს. აღნიშნულ კონდიციამდე მისაღწევად ჩვენს მიერ რეკომენდებული და გამოყენებული იქნა ნაკელის წუნწუხისა და აზოტის ხსნარით გამოკვება მყნობამდე ერთი თვით ადრე ,რომელიც ხელს უწყობს საძირეს სიმსხოში ზრდას და ამავე დროს კანი კარგად სცილდება მერქანს.(კალიფორნიის გამოცდილება)
გამოყენებული იქნა მყნობის შედარებით ახალი მეთოდი - ე. წ. მიდებით მყნობა. ამ დროს კვირტის აღება ხდება ტრადიციული წესით, მყნობა ტარდება შემდეგნაირად; საძირეზე კეთდება ანთალი ვერტიკალურად, ზემოდან-ქვემოთ კეთდება, ამ შემთხვევაში ნათალის ქვემოთ ვუტოვებთ 1-2 სმ-ს სადაც ჯდება კვირტი ქვემოთა ნაწილში დანარჩენს კი მივადებთ ანათალზე და ვახდენთ შეხვევას. ასეთი მეთოდით შესაძლებელია მყნობა ჩატარდეს წელიწადის ყველა პერიოდში, თუ სათანადოდ გვაქვს სანამყენე მასალა და პირობები. ჩვენი დაკვირვებით, აღნიშნული მეთოდი ნერგის მიღება საკმაოდ მაღალ ეფექტურია, როგორც გახარების, ასევე მისი შემდგომი სიცოცხლისუნარიანობის მიზნით
ევროპულ ბაზარზე გასვლა- შეეხება ხარისხიანი და ევროპულ ბაზარზე ორიენტირებული მოსავლის მისაღებად, საჭიროა:
-მცენარის გასხვლა -ფორმირება ვარჯში სინათლის შეღწევადობის მიზნით
-არაპროდუქტიული ტოტების მოშორება
-ნაყოფის დამაზიანებელი ნიადაგური წარმოშობის პათოგენების შემცირება
დანახარჯების შესამცირებლად აუცილებელია:
-სარეველების მოშორება, გათიბვა მულჩირების მიზნით
-ხის სიმაღლის შემცირება
-ხის ჯამრთელობის გაუმჯობესება დაავადებებისა და მავნებლების შემცირების გზით
ნიადაგის მართვის, მცენარის გასხვლა - ფორმირებისა და მცენარის ინტეგრირებული დაცვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება:
ამცირებს ფესვის დაზიანებას; ქმნის და უნარჩუნებს ნიადაგს ორგანულ სტრუქტურას; ხეს აწვდის მისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებს. ასევე სწორად გასხვლა - ფორმირება იძლევა საშუალებას მცენარის ყველა ნაწილში მზის სხივების თანაბრად განაწილებას, რომელიც განაპირობებს სტანდარტული ნაყოფის მიღებას. ხოლო მცენარის ინტეგრირებული დაცვა ბიოპრეპარატების გამოყენებით მოგვცემს საშუალებას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მისაღებად.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები განაპირობებს მაღალხარისხიანი მოსავლის მიღებას
სნორედ ჩვენს მიერ საცდელ -საწარმოო ნაკვეთზე გამოყენებული ახალი ტექნოლოგიების შედეგად 2,5 ჯერ გაიზარდა მანდარინის ხარისხიანი მოსავალი. უხარისხო-არასტანდარტული ნაყოფი არ აღემატებოდა10-15%, როცა საკონტროლო მცენარიდან მოიკრიფა 27-35%.ამდე უხარისხო ნაყოფი. აქედან გამომდინარე საგრძნობლად გაიზარდა ფერმერთა ეკონომიკური შემოსავალი.
დღეისათვის ფერმერთა უმრავლესობა ციტრუსოვანთა ბაღში მოვლით ღონისძიებებს ატარებს ჩვენს მიერ შეთავაზებული ტექნოლოგიებით.
პრეზენტაციაუკან |