ისტორიული არტაანი ამჟამად თურქეთის რესპუბლიკის არდაჰანის პროვინციის რამდენიმე რაიონს მოიცავს. აქ ჯერ კიდევ დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნაშთები ცხადყოფენ რეგიონის მდიდარ ისტორიულ წარსულს, რომლის დამადასტურებელი ცნობები საკმაოდაა ქართულ და უცხოურ საისტორიო წყაროებში.
წარმოჩენილია არტაანის შესახებ არსებული მრავალფეროვანი საისტორიო წყაროები (ნარატიული, დოკუმენტური, ეპიგრაფიკული) ქართულ, ბერძნულ-ლათინურ, ბიზანტიურ, სომხურ, ოსმალურ საისტორიო მწერლობასა და ლიტერატურაში, რომელთაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვთ ისტორიული სამხრეთ საქართველოს შესასწავლად.
პრეზენტაციაუკან |