სემინარები

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გავლენა საერთაშორისო ტურიზმის განვითარებაზე საქართველოში- ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორი ანზორ დევაძე 05.07.2018 წელი

თანამედროვე პირობებში საერთაშორისო ტურიზმი, განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის წყალობით,  ახდენს დახურული საზოგადოების ტრანსფორმაციას ღია საზოგადოებად, სადაც სხვადასვა ქვეყნების მოსახლეობის კომუნიკაცია იქცევა ყოველდღიურ რეალობად.

 

საქართველო, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და აქ არსებული ბუნებრივი, ისტორიული და კულტურული რესურსებიდან გამომდინარე, ფლობს პრაქტიკულად შეუზღუდავ რესურსებს საერთაშორისო ტურიზმის განვითარებისათვის. ტურიზმის განვითარების საკითხების შესწავლისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია მისი ურთიერთდამოკიდებულება სატრანსპორტო ინდუსტრიასთან, გამომდინარე იქედან, რომ ტურიზმისა და ტრანსპორტის განვითარება ურთიერთგაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებული პროცესია.

საქართველოს, მდებარეობს რა ევროპისა და აზიის გასაყარზე, გააჩნია ყველა შესაძლებლობა სამგზავრო ტრანსპორტის ყველა სახის ტრანსპორტის განვითარებისათვის, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების სატრანსპორტო მომსახურების ხარისხის ამაღლებას და საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა