მონოგრაფია გამოცემულია: გამომცემლობა Academic Publishing -ის მიერ,, გერმანიაში, ქ.დუსელდორფში, ინგლისურ ენაზე. 12.05.2019 წ. მონოგრაფიაში განხილულია ნავთობის მოპოვების პრობლემური საკითხები და მათი ინჰიბირების მეთოდები.
ნავთობსარეწაო ტექნოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას დაბალდებიტიანი ჭაბურღილების ექსპლუატაცია წარმოადგენს. ნაშრომში განხილულია საბადოს დებიტის შემცირების მიზეზები და მათი აღდგენის ქმედითი ღონისძიებები. ნაშრომში განხილულია საბადოს დამუშავების და ნავთობის მოდინების ინტენსიფიკაციის მეთოდი, ,ქიმიური რეაგენტების, კერძოდ , ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების (ზანის ) ხსნარების გამოყენებით. ზანის ხსნარის სახით ჩვენს მიერ შერჩეული იქნა, მრავალფუნქციური, არაიონოგენური ზან-ის ხსნარი. ‘’ALKAN DE 202’’, რომლის სამრეწველო ბაზას, აზერბაიჯანის ნავთობ-კომპანია წარმოადგენს.
ზანის ხსნარის ეფექტურობის დადგენის მიზნით, სისტემაში (წყალი ნავთობი), განსაზღვრლი იქნა პროცესის ფიზიკური და ტექნოლოგიური პრამეტრები. როგორიცაა: სითხის ზედაპირული დაჭიმულობა, კაპილარული დასველების სიჩქარე, წყლის გამოყოფის რაოდენობრივი მაჩვენებელი და დეემულგატორის ეფექტურობის კოეფიციენტი. ჩატარებული ცდების საფუძველზე დადგენილ იქნა, სისტემაში (წყალი-ნავთობი, ქანი) არაიონოგენური დეემულგატორის მოქმედების ეფექტურობა და ნავთობიანი ფენის კოლექტორული და ფილტრაციული თვისებების გაუმჯობესება.
პრეზენტაციაუკან |