ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ლადო აფხაზავა ბსუ-ს სტუდენტებს შეხვდა

სურათი

ლანჩხუთის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი,  2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალისტი,  ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი ლადო აფხაზავა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და სემინარი ჩაატარა თემაზე: „ლიდერობა“. ლადო აფხაზავამ განათლების მნიშვნელობა, სამოქალაქო თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობის საკითხები ახალგაზრდებს საკუთარ მოსწავლეებთან ურთიერთობის მაგალითებითა და ინტერაქციული დავალებებით გაუზიარა.

ღონისძიება ბსუ-ს დაწყებითი განათლების სპეციალობის სტუდენტის ნინო ყაჭეიშვილის ინიციატივითა და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა