საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით მართავს ადრეული განათლებისა და ზრუნვის მესამე საერთაშორისო კონფერენციას, რომლის თემაა “ინკლუზიური სისტემები, სერვისები და პრაქტიკები თითოეული ბავშვისთვის”.
კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს: (1) აკადემიურ დისკუსიასა და ცოდნის გაზიარებას ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, წვდომისა და ინკლუზიის საკითხებზე; (2) სფეროში მომუშავე და მომავალი პროფესიონალების პროფესიულ განვითარებას და (3) ფართო საზოგადოებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელთა ცნობიერების ამაღლებას ადრეული ინკლუზიური განათლებისა და ზრუნვის მნიშვნელობაზე.
კონფერენცია თავს მოუყრის აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტიდან, მთავრობიდან და ადგილობრივი ხელისუფლებიდან, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრებს, წარმომადგენლებს გაეროს სააგენტოებიდან და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ადრეული განათლებისა და აღზრდის სფეროს სპეციალისტებს და ასევე პრაქტიკოსებს სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
კონფერენციის სამუშაო ენა არის ქართული და ინგლისური.
კონფერენცია ჩატარდება 2024 წლის 26 და 27 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმში.
უკან |