ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

Office PowerPoint-ის სლაიდების გამოყენება ეფექტური სწავლებისათვის

სურათი

ტრენერმა  პაატა პაპავამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ტრენინგი ჩაატარა თემაზე: „Office PowerPoint-ის სლაიდების გამოყენება ეფექტური სწავლებისათვის“. სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები გაეცნენ  სლაიდების, როგორც ეფექტური სასწავლო რესურსის ძირითად დანიშნულებას, განსაზღვრეს ეფექტური სასწავლო სლაიდების საკვანძო მახასიათებლები, გამოიმუშავეს ეფექტური სასწავლო სლაიდის მომზადების მიდგომები და ხერხები. ორდღიანი სწავლება მიზნად ისახავდა ისეთი აქტუალური საკითხების განხილვას, როგორიცაა: სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების საშუალება, სლაიდების გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხე (ბარიერები ინტერაქციაში, აქტიურ სწავლაში, კრიტიკულ ანალიზში, უკუკავშირში).

ტრენინგი ასევე ითვალისწინებდა ეფექტური სლაიდის საკვანძო მახასიათებლების (სტრუქტურა, შინაარსი, ვიზუალური მხარე, სლაიდების აგება სალექციო პროცესის ძირითადი ფაზების გათვალისწინებით), სლაიდის დიზაინის ოთხი ძირითადი კანონის (დაჯგუფება, გამეორება, სწორება, კონტრასტი), სლაიდების მისადაგებას სწავლების სხვადასხვა ფორმატთან: აქტიური ლექცია, დისკუსია, ქეისის შესწავლა, პრაქტიკუმი, შესწავლას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა