ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

სტუდენტთა და მოსწავლეთა მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიში სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის ,,სკოლა-უნივერსიტეტი” ფარგლებში, სტუდენტთა და მოსწავლეთა მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ტრადიციული სამეციერო კონფერენციის 9 სექციის მიმართულებით ასზე მეტმა მონაწილემ მოხსენებები წარმოადგინა განათლების, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, უცხო ენის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აქტუალურ საკითხებზე.

სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავდა უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის ხელშეწყობას, მოსწავლეებსა და სტუდენტებში შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებასა და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას.

სტუდენტთა და მოსწავლეთა მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა