ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ პროფესიული განათლების ქართულ-გერმანულ დღეებში. ღონისძიების ფარგლებში ორდღიანი კონფერენცია „უნარები საქართველოსთვის - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ ჩატარდა. სესიაზე, რომელსაც 200-მდე ექსპერტი და მოწვეული სტუმარი ესწრებოდა პროფესიული განათლების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. გერმანელმა ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს პროფესიული განათლების მიმართულებით გამოცდილება გაუზიარეს.

საერთაშორისო კონფერენციაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარადგინეს და გამოფენაზე პროფესიული განათლების და ადამიანური რესურსების განვითარების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა გააცნეს ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა ლელა თურმანიძემ, პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორმა მადონა მიქელაძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო დოლიძემ.

ღონისძიების ფარგლებში DAAD-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) ოფისში შეხვედრა შედგა  სამაგისტრო პროგრამის განმახორციელებელ ქართულ უმაღლეს საგანმანათლებო დაწსებულებებსა და გერმანელ ექსპერტებთან. მხარეებმა პროგრამის განვითარების პერსპქტივებზე ისაუბრეს და  სამომოვლო თანამშრომლობის მიმართულებები განსაზღვრეს.

პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა