ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტს გაეროს ბავშვთა ფონდმა სახელმძღვანელოები გადასცა

სურათი

ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტს გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) სახელმძღვანელოები გადასცა. ადრეული განათლების მიმართულებით გამოცემული უახლესი ლიტერატურა გაეროს ბავშვთა ფონდმა იმ სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის და მათ შორის - ბსუ-სთვის შეიძინა, რომლებიც ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებაზე მუშაობენ. შეხვედრაში, გაეროს ბავშვთა ფონდის გარდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

შეხვედრას ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა თურმანიძე, პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტისა და ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის პერსონალი ესწრებოდა. ბსუ-სთვის გადმოცემულ ლიტერატურას შორის 1 ქართულენოვანი და 32 ინგლისურენოვანი წიგნია.

UNICEF-ის მიერ გადმოცემული უახლესი ლიტერატურა მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით პროგრამის შემუშავების მიზნით ბსუ-ში შექმნილ სამუშაო ჯგუფს პროგრამის შინაარსის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად სრულყოფაში. ლიტერატურის გადმოცემის გარდა, UNICEF-ის მხარდაჭერით ბსუ-ს პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პერსონალს უწყვეტ რეჟიმში უტარდება ტრენინგები ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით და ამ გზით ხდება პროგრამის განსახორციელებლად მათი მომზადება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა