6 ივნისი 2023 წელი
ბსუ-ში II საერთაშორისო კონფერენციის „ადრეული განათლება და ზრუნვა“ ფარგლებში, პრეკონფერენცია გაიმართა. მოეწყო პლენარული დისკუსია თემაზე: „პროფესიული განვითარების შესაძლებლობები: კარგი პრაქტიკა (აჭარის მოდელი)“. ორი დღის განმავლობაში ილიას უნივერსიტეტის ადრეული განათლების სპეციალისტები და საბავშვო ბაღების აღმზრდელები ჩაატარებენ ვორქშოფებს ადრეული და სკოლამდელი განათლების სპეციალისტებისთვის .
პრეკონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა თეა ძოწენიძემ, ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა ლელა თურმანიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარატმენტის უფროსმა ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ნუცა ფრუიძემ და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელმა საქართველოში მასაჰირო კატომ.
პრეკონფერიის ფარგლებში ვორქშოფი ტარდება თემებზე: „თამაში და უფროსის როლი“, „ინკლუზია ბაღში“, „პროვოკაციების დაგეგმვა ღია მასალების გამოყენებით“, „მუსიკალურ-რიტმული თამაშები ბავშვებისა და უფროსებისთვის“, „დრამატული თამაშების ხელშეწყობა ადრეულ ასაკში“, „სოციალური და ემოციური კომპეტენციების განმავითარებელი რესურსები“, „დაკვირვება და შეფასება ადრეული განათლების პრაქტიკაში: ეფექტური შეფასება და პორტფოლიო“ და „ოჯახებთან თანამშრომლობა“.
ვორქშოფის პროგრამა