ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“, რომელიც ეძღვნება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დაარსებიდან 25 წლის იუბილეს.
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებები: ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებები; დემოგრაფიული და შრომის ეკონომიკის პრობლემები ციფრულ ეკონომიკაში; ფინანსური ეკონომიკა; განათლების ეკონომიკა და მისი ციფრული ტრანსფორმაცია; COVID 19-ის გავლენა ეკონომიკაზე; გლობალური ეკონომიკის თანმდევი პრობლემები; სოციალური პრობლემები, როგორც ახალი ტექნოლოგიური რევოლუციის წინაპირობები; რეგიონული ეკონომიკის პრობლემები; ბიზნესის განვითარების პრობლემები; ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევები; სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები თანამედროვე პირობებში; ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალური მიმართულებები.
უკან |