„ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება - 2023“

კონფერენციის შესახებ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“ – 2023.
კონფერენცია დაფინანსებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის „კონფერენციის მოწყობა“ ფარგლებში.

კონფერენციის  პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებებია:

ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებები; დემოგრაფიული და შრომის ეკონომიკის პრობლემები ციფრულ ეკონომიკაში; ფინანსური ეკონომიკა; განათლების ეკონომიკა და მისი ციფრული ტრანსფორმაცია; COVID 19-ის გავლენა ეკონომიკაზე; გლობალური ეკონომიკის თანმდევი პრობლემები; სოციალური პრობლემები, როგორც ახალი ტექნოლოგიური რევოლუციის წინაპირობები; რეგიონული ეკონომიკის პრობლემები; ბიზნესის განვითარების პრობლემები; ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევები; სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები თანამედროვე პირობებში; ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალური მიმართულებები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა