ბათუმის N2 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ ახალგაზრდებს საუნივერსიტეტო ცხოვრება, საგანმანთლებლო პროგრამები და სტუდენტური პროექტები გააცნო. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შემსწავლელი ლაბორატორიები, სასამართლო საიმიტაციო დარბაზი, კრიმინალისტიკის ლაბორატორია და ბიბლიოთეკა. შეხვედრისას სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
უკან |