ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. აბიტურიენტებს ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში შეხვდა, უნივერსიტეტში სწავლის პირობები, საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო და მომავალ სტუდენტებს წარმატებები უსურვა. აბიტურიენტებმა ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კაბინეტ-ლაბორატორიები დაათვალიერეს და დეტალური ინფორმაცია მიიღეს საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, სადემონსტრაციო ცდები ჩაატარეს იმუნოგენეტიკის, ქიმიის, კრიმინალისტიკისა და სინქრონული თარგმანის ლაბორატორიებში. ღონისძიება ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრის პროექტის ,,აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ ფარგლებში გაიმართა.
უკან |