ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეები დაიწყო. ბათუმის საჯარო სკოლებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, საუნივერსიტეტო ცხოვრება, სოციალური პროგრამები, სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები და სიახლეები გააცნეს. შეხვედრის დასასრულს, აბიტურიენტებს ბსუ-ს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 2022-2023 სასწავლო წელს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 35 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე 1 570 პირველკურსელი ჩაირიცხება.
უკან |