მესამე მისია

ბსუ-ს მეცნიერების შემუშავებული გეგმის გათვალისწინებით UNESCO-მ „კოლხეთის ტენიან ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს“ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსი მიანიჭა

სურათი

პირველად საქართველოს ისტორიაში, 4 დაცული ტერიტორია UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. გადაწყვეტილება ჩინეთის ქალაქ ფუჟოუში გამართულ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიიღეს. ეს ნომინაცია მოიცავს ქობულეთის დაცული ტერიტორიებისა და კოლხეთის ეროვნული პარკის ტორფნარებს, კინტრიშის დაცული ტერიტორიებისა და მტირალას ეროვნული პარკის ტყეებს,  რომლებიც „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ სახელით, დაემატა მსოფლიოს 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას და ღირსეული ადგილი მოიპოვა ამაზონის ტყის, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის, იელოუსტოუნის ეროვნული პარკის, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპების გვერდით.

UNESCO-ს ნომინაციას საფუძვლად დაედო კოლხეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების შემუშავების პროცესი. 2015 წელს, ბსუ-მ გაიმარჯვა დაცული ტერიტორიების მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში: „კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის  აღკვეთილის“ და „ქობულეთის დაცული ტერიტორიების“ მენეჯმენტის გეგმების შემუშავებაში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა რომელიმე უნივერსიტეტმა მონაწილოება მიიღო  სამეცნიერო დოსიეს მომზადებაში.

მენეჯმენტის გეგმების შედგენაში, რომელსაც  ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის  კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების უფროსი იზოლდა მაჭუტაძე ხელმძღვანელობდა, ქართველ მეცნიერებთან ერთად, ჩართული იყვნენ გერმანიის გრეიფსვალდის უნივერსიტეტის მკვლევრები. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ბსუ-ს საპატიო დოქტორს ჰანს ჰიუსტენს, რომელიც როგორც ტორფნარების ექსპერტი მონაწილეობდა გეგმის შემუშავებაში.

ვულოცავთ საქართველოს,  ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტს და კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელს იზოლდა მაჭუტაძეს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა