მესამე მისია

სიმპოზიუმი „გააძლიერე ბუნება, კლიმატი და მომავალი ახლავე!“

სურათი

ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, მკვლევარმა იზოლდა მაჭუტაძემ მონაწილეობა მიიღო ანტვერპენის უნივერსიტეტში (ბელგია), 19-21 სექტემბერს  გამართულ სიმპოზიუმში  „გააძლიერე ბუნება, კლიმატი და მომავალი ახლავე!“. სიმპოზიუმის 550 მონაწილემ, მათ შორის ევროპარლამენტისა და ევროკომისიის წარმომადგენლებმა, მოითხოვეს ევროპაში ერთობლივი გადაუდებელი ზომების მიღება ეკოსისტემების დასაცავად. კონფერენციაზე მომზადდა დეკლარაცია, რომელსაც მხარს უჭერს 90-ზე მეტი ხელმომწერი - ევროკავშირის პროექტების წარმომადგენლები, მეცნიერები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  არასამთავრობო ორგანიზაციები და ფერმერები. დეკლარაცია გადაგზავნილია ევროპარლამენტში.

ტორფნარები მსოფლიოში უზარმაზარ, მაგრამ დაუცველ ნახშირბადის მარაგს წარმოადგენს, რომლებსაც უდიდესი უნარი შესწევს და შეუძლია, გადაჭარას მწვავე გამოწვევები. იგი ინახავს წყალს, უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას, არეგულირებს ჰიდროლოგიურ რეჟიმს და უზრუნველყოფს არსებით სოციალურ და კულტურულ ფასეულობებს. იმისათვის, რომ ტორფნარებმა ეს ღირებულებები შეასრულოს, აუცილებელი პირობაა ჭარბტენიანი გარემოს მუდმივი შენარჩუნება. დრენირებული ტორფნარები იწვევს მასობრივ ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ზიანს, საიდანც ხდება შენახული ნახშირბადის გამოთავისუფლება. ველური სახით შემონახული ხელუხლებელი ტორფნარები შეუცვლელ როლს თამაშობს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. ტორფნარების აღდგენით  მცირდება სათბურის გაზების ემისია, ხდება წყალდიდობის, გვალვისა და ხანძრის რისკების შერბილება და წყლის ხარისხის გაუმჯობესება.

აუცილებელია, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მეცნიერებმა, მიწის მესაკუთრეებმა და მეწარმეებმა ერთობლივად იზრუნონ ტორფნარების ჭარბტენიანი გარემოს დაცვაზე, აღდგენასა და კონსერვაციაზე.

კლიმატის, ნიადაგის ჯანმრთელობის, წყლის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნებისათვის აუცილებელია:

  • ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ყველა ბუნებრივი სახით შემორჩენილი ტორფნარის შენარჩუნება
  • ტორფნარების დრენაჟისა და მელიორაციის დაუყოვნებლივ შეჩერება
  • დრენირებული ტორფის მიწის ხელახალი დასველების დაჩქარება, რათა შეაჩეროს CO2 ემისია და გააძლიეროს წყლის შეკავება, წყლის ხარისხი და ბიომრავალფეროვნება.
  • მდგრად ბიზნეს მოდელებსა და სველი ტორფის გამოყენებაზე გადასვლა
  • გარემოსდაცვითი სარგებელი, სოფლის შემოსავლის გამომუშავება და ბიომასის მაღალი ხარისხის წარმოება
  • დრენაჟზე დაფუძნებული მიწათსარგებლობისა და სახელმწიფო გადასახადების წახალისების ეტაპობრივი გაუქმება
  • ფერმერების, მიწის მესაკუთრეების და ქვედა დინების ინდუსტრიების შემოქმედებითი მეწარმეობის სტიმულირება
  • სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკისა და გადახდის სქემებში ხელახალი დატენიანება ფერდობის და ნახშირბადის მეურნეობის პროგრესი
  • ტორფის ყოველგვარი მოპოვებისა და გამოყენების შეჩერება
  • მაღალი გარჩევადობის ღია წყაროს მონაცემებმა მეცნიერება ხელმისაწვდომი გახადოს კონსერვაციის სახელმძღვანელოდ და გასაადვილებლად
  • ჭარბტენიანი გარემოს დაცვა/აღდგენა/მდგრადი გამოყენება
  • ხელი შეუწყოს ტორფების რუკების შედგენას, მონიტორინგს და კვლევას ეროვნული სათბურის გასაუმჯობესებლად და გადასამოწმებლად
  • გაზის ინვენტარიზაცია, ბიომრავალფეროვნების ანგარიშგება და ნახშირბადის სტანდარტები
  • ლანდაფტში წყლის ცენტრალური და დამაკავშირებელი როლის აღიარება
  • ტორფიანი მიწების განხილვა, როგორც წყალშემკრები აუზის განუყოფელი ნაწილი, რათა გაუმჯობესდეს ლანდშაფტის წყლის უსაფრთხოება
  • ბუნების აღდგენის კანონში ტორფის აღდგენის ამბიციური მიზნების ჩართვა
  • ბუნების აღდგენის შესახებ კანონის ევროკავშირისა და გლობალური პოლიტიკის მიზნებსა და ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა
  დეკლარაცია

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა