მესამე მისია

ბსუ-ს ექსტენციის ცენტრის ბაზაზე ხალას საჯარო სკოლაში სასწავლო-სადემონსტრაციო სათბური გაიხსნა

სურათი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხალას საჯარო სკოლის ტერიტორიაზე აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებითა და  ბსუ-ს ექსტენციის ცენტრის ბაზაზე განხორციელებული საგრანტო კონკურსის „ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში“ ფარგლებში, ენდემური ხეხილის ნერგების გამოსაყვანი სასწავლო-სადემონსტრაციო სათბური გაიხსნა. სასწავლო-სადემონსტრაციო სათბური ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და აჭარის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან და ექსტენციონისტებთან ერთად გახსნა.

კონკურსი „ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში“ ითვალისწინებს ახალგაზრდებში აგრარული პროფესიების პოპულარიზაციას, უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას, აჭარაში დარგების გაახალგაზრდავებას, აგრარული ტექნოლოგიების იმპლემენტაციას, აგრარული ექსტენციის მიწოდებაში კვლევის კომპონენტის შეტანასა და  აგრარული ექსტენციის საუნივერსიტეტო მოდელის მდგრად განვითარებას.

კონკურსი „ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში“, განხორციელდა აჭარის ა.რ საჯარო სკოლებისთვის, ბსუ-ს ექსტენციის ცენტრის ბაზაზე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით, აჭარის განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერითა და „მომავლის ფერმერის“ ორგანიზებით. დაფინანსდა 6 საგრანტო პროექტი, მათგან 4 სასკოლო სასწავლო-სადემონსტრაციო სათბური / ნაკვეთი.

ბსუ-ში ექსტენციის ცენტრი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ბაზაზე   2023  წლის 21 აპრილს გაიხსნა და მისი მიზანია სოფლის მეურნეობის დარგების მხარდაჭერა, საზოგადოებისათვის აგრარული ექსტენციის მიწოდებაში უნივერსიტეტის როლის და მონაწილეობის გაძლიერება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა