მესამე მისია

„ერაზმუს+“-ის პროექტის SQUARE მონაწილეების ვიზიტი ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტში

სურათი

20-23 ნოემბერს, ევროკავშირის ,,Erasmus+”-ის პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)“ფარგლებში, პროექტის ქართველ პარტნიორებს ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორი თამარ სირაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო დოლიძე.

ვიზიტის ფარგლებში, ნოვას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პროექტში ჩართულ ქართველ პარტნიორებს გაუზიარეს დეტალური ინფორმაცია როგორც ნოვას უნივერსიტეტის მესამე მისიისა და ინტერნაციონალიზაციის მიზნებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ, აგრეთვე უნივერსიტეტის მეცნიერების, ინოვაციებისა და  კვლევის საქმიანობასთან დაკავშირებით. კონსორციუმის წევრ უნივერსიტეტებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ მეცნიერებისა და ინოვაციის დღეს ნოვას უნივერსიტეტში, რომელიც  გახსნა "ნოვა"-ს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა  ჟოაო საგუამ. 

ღონისძიების ფარგლებში, კონსორციუმის წევრმა უნივერსიტეტებმა წარმოადგინეს მესამე მისიის საპილოტე აქტივობების ანგარიში და შედეგები. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა თამარ სირაძემ წარადგინა ბსუ-ს მიერ განხორციელებული პროექტი „ხულოს და შუახევის საჯარო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის (აბიტურიენტების) ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი მოკლევადიანი პროგრამა”, რომელსაც უნივერსიტეტი უკვე მეორე წელია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს  ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების უფასოდ მომზადებას - მათემატიკაში, ინგლისურ ენაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ღონისძიების ბოლო ნაწილი დაეთმო პროექტის დასკვნითი კონფერენციის საორგანიზაციო დეტალებისა და წარსადგენი დისემინაციის საკითხების განხილვას.

პროექტ SQUARE-ის კოორდინატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვიზიტში მონაწილებდნენ საქართველოს 8 უნივერსიტეტი, 3 ევროპული უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

პროექტის მთავარი მიზანია საუნივერსიტეტო მესამე მისიის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. პროექტის განმავლობაში მიმდინარეობს უნივერსიტეტების 3M-ის აქტივობების აღწერა, მათი ანალიზი, სტრატეგიული დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება, უნივერსიტეტის უმაღლესი მენეჯმენტისა და პერსონალის შესაძლებლობების გათვალისწინებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა