მესამე მისიის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, ირაკლი მიქელაძემ შეხვედრა ჩაატარა ბათუმის 30-ე საჯარო სკოლაში. ირაკლი მიქელაძემ მოსწავლეებს წარუდგინა ინფორმაცია ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მომხსენებელმა გააკეთა პრეზენტაცია თემაზე: ,,უცხო წარმოშობის ინვაზიური და სარეველა მცენარეები ფიტოცენოზებსა და აგროლანდშაფტებში, არსებული გამოწვევები და პრევენციის გზები“.
ირაკლი მიქელაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მცენარეთა ინვაზიის თავისებურებანი და ის ეკოლოგიური, ეკონომიკური და ადამიანის ჯანმრთელობის გამომწვევი პრობლემები, რაც ინვაზიური სახეობის ძირითადი განმსაზღვრელი კრიტერიუმებია. მკვლევარმა მსმენელებს აგრეთვე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში გავრცელებულ ინვაზიურ და პოტენციურად ინვაზიურ მცენარეებთან დაკავშირებით, სააქართველოს ბიომრავალფეროვნებასა და მის მნიშვნელობაზე, წითელი ნუსხის სახეობებზე, ენდემებსა და რელიქტებზე.
უკან |