მესამე მისია

ბსუ-ს ქუთაისისა და ტყიბულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქუთაისის N26-ე, ავთანდილ დეკანოიძის სახელობის N32-ე, ტყიბულის სოფელ გელათის, სოფელ კურსების, აფხაზეთის N5-ე  საჯარო სკოლების დამამთავრებული კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ ახალგაზრდებს საუნივერსიტეტო ცხოვრება, საგანმანთლებლო პროგრამები და სტუდენტური სერვისები გააცნო. მოსწავლეებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები, სასამართლო საიმიტაციო დარბაზი, კრიმინალისტიკის ლაბორატორია დაათვალიერეს და სახალისო ცდებში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრისას სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა