ბათუმის N2 საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ბსუ-ს რექტორის მოადგილემ, პროფესორმა თამარ სირაძემ სტუმრებს საუნივერსიტეტო ცხოვრება, საგანმანთლებლო პროგრამები და სტუდენტური პროექტები გააცნო. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ლაბორატორიები, სასამართლო საიმიტაციო დარბაზი, კრიმინალისტიკის ლაბორატორია და ბიბლიოთეკა. შეხვედრისას სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
უკან |