21-22 დეკემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტირებული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის „პაროდონტის დაავადებათა დიაგნოსტიკის თანამედროვე ასპექტები“ ფარგლებში, სერტიფიცირებული ექიმ-სტომატოლოგებისათვის ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგს ესწრებოდა 40 სერტიფიცირებული ექიმ-სტომატოლოგი, ხოლო პროგრამას უძღვებოდნენ ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები:
- მარიამ გოგოტიშვილი - ასისტენტ პროფესორი
- მზია ბაქრაძე - პროფესორი, სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- ფრიდონ ჯაფარიძე - ასისტენტ პროფესორი
- თინათინ გორგილაძე - ასისტენტ პროფესორი
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს მიენიჭებათ I ტიპის 12 უპგ ქულა და სერტიფიკატი.
უკან |