შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე - II

კონფერენციის შესახებ

ღონისძიება „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“ მოიცავს სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებას და სამეცნიერო პიკნიკის  მოწყობას.

სამეცნიერო კონფერენცია “შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე”, იმართება  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და  კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის ჩართულობით.

კონფერენციის ძირითადი მიზანია შავიზღვისპირეთის რეგიონის ქვეყნებში სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინებში განხორციელებული უახლესი კვლევების წარმოჩენა და მათი გაზიარება საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის; აგრეთვე, საერთო მიმართულებით მომუშავე მეცნიერთა დაახლოება, რაც მომავალში ხელს შეუწყობს მათ თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების შემუშავებას. საორგანიზაციო კომიტეტი განსაკუთრებით მიესალმება კონფერენციის მუშაობაში ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობას.

განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება ევროკომისიის მიერ წამოყენებული და მხარდაჭერილი შავი ზღვის სტრატეგიული კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგის„ (SRIA) ფარგლებში მომზადებულ მოხსენებებზე.

კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები: ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია, ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, რელიგიის ისტორია, პოლიტოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ტურიზმი, ეკოლოგია.

კონფერენციის ფორმატი იძლევა საშუალებას, სამუშაო პროგრამაში გათვალისწინებული იყოს  SRIA-ს ძირითადი მიმართულება: შავი ზღვის ფუნდამენტური კვლევის გამოწვევებზე რეაგირება – შავი ზღვის ცოდნის ხიდი“; შავი ზღვის ლურჯი ზრდისთვის პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების შემუშავება და კლასტერების ჩამოყალიბება – შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკის საკითები.

კონფერენცია ინტერდისციპლინარულ ხასიათს ატარებს და მასში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სამეცნიერო პროფილის მქონე მკვლევარი. სამეცნიერო ღონისძიების საქმიანობაში ჩართული იქნება შავიზღვისპირეთის ქვეყნების (საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა), გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, იტალიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტებისა, თუ სხვადასხვა კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა