სტიპენდიები და სოციალური შეღავათების პროგრამები

თამაზ ბექაიას ფონდის სტიპენდია

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო  უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტისა და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ყოველწლიურად აწესებს სტიპენდიას. ფონდი ასევე გადასცემს სტიპენდიას ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით ყველაზე მაღალრეიტინგულ პირველკურსელს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი“ სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით  2021 წელს დაარსდა და მისი მიზანია უმაღლესი განათლების ხელშეწყობა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა.

სხვადასხვა დარგში პროფესიონალების თვალსაჩინო უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, ფონდი ფოკუსირდება სტატისტიკურად ნაკლებად პოპულარული და ქვეყნის წარმატებული საქმიანობისთვის აუცილებელი საგანმანათლებლო მიმართულებების პოპულარიზებასა და ხელშეწყობაზე. ამ ეტაპისთვის შერჩეული აქვს საბუნებისმეტყველო, პედაგოგიური, სამედიცინო, სამშენებლო და სამთო ფაკულტეტები.

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი წარმატებით თანამშრომლობს ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო  უნივერსიტეტთან. არასამთავრობოორგანიზაციასთნ მემორანდუმი 2021 წლის 27 ოქტომბერს გააფორმდა და  

საგანმანათლებლო ფონდს თანამშრომლობის მემორანდუმი 6 სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქვს გაფორმებული.

დამატებითი ინფორმაცია თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის შესახებ იხილეთ შემდეგ მისამართებზე: https://bekaiafund.org/     https://www.facebook.com/Bekaiafund/

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა