ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“ - 2024 კონფერენცია დაფინანსებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის „კონფერენციის მოწყობა“ ფარგლებში.
კონფერენცია ჩატარდება 2024 წლის 4-5 ოქტომბერს.
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებებია:
-
ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებები;
-
დემოგრაფიული და შრომის ეკონომიკის პრობლემები ციფრულ ეკონომიკაში; ფინანსური ეკონომიკა; განათლების ეკონომიკა და მისი ციფრული ტრანსფორმაცია;
-
გლობალური ეკონომიკის თანმდევი პრობლემები;
-
სოციალური პრობლემები, როგორც ახალი ტექნოლოგიური რევოლუციის წინაპირობები;
-
რეგიონული ეკონომიკის პრობლემები;
-
ბიზნესის განვითარების პრობლემები;
-
ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევები;
-
სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები თანამედროვე პირობებში;
-
ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალური მიმართულებები.