აბსტრაქტის, პოსტერისა და სამეცნიერო სტატიის გაფორმების წესი
1) აბსტრაქტის გაფორმების წესი:
აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.
კონფერენციაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი აბსტრაქტები განთავსებული იქნება აბსტრაქტების ელექტრონულ კრებულში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე (https://bsu.edu.ge/main/news/3/index.html )
აბსტრაქტის გაფორმების წესი:
- ავტორის/ავტორთა გვარი, ინიციალები (არაუმეტეს 5 ავტორი, კონფერენციის მონაწილეს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ერთი მოხსენება, დასაშვებია ორ მოხსენებაში თანაავტორობა)
- სათაური
- ორგანიზაცია/სტრუქტურა სადაც შესრულდა ნაშრომი
- პირველი ავტორის ელექტრონული ფოსტა
- საკვანძო სიტყვები (5)
- შესავალი და კვლევის მიზანი
- კვლევის მეთოდოლოგია
- შედეგები
- დასკვნა
აბსტრაქტის მოცულობა უნდა იყოს არაუმეტეს 1 გვერდისა.
ფორმატი: MS Word 2010-2013. შრიფტი - Times New Roman, ზომა - 11, სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1, ტექსტის დაშორება გვერდის ზედა და ქვედა კიდიდან - 2.5 სმ, მარჯვენა კიდიდან -1 სმ, მარცხენა კიდიდან - 3 სმ. ბიბლიოგრაფია სასურველია არ აღემატებოდეს 3-4 დასახელებას.
გთხოვთ, აბსტრაქტები ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაცვით წარმოადგინოთ ელექტრონული ვერსიის სახით ელ. ფოსტაზე: ipb@bsu.edu.ge 2024 წლის 15 სექტემბრამდე და გთხოვთ, აბსტრაქტის ბოლოში მიუთითოთ საკონტაქტო პირის ელექტრონული ფოსტა და ტელეფონი.
2) პოსტერის პრეზენტაცია
პოსტერი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.
სასურველია პოსტერი მომზადდეს: Microsoft Office 2010-13-ში.
პოსტერის ბეჭდვითი ზომები: 120 (სიმაღლე)×90 (სიგანე) სმ, პორტრეტის ორიენტაციით.
ფონტი და ზომები: ტექსტი წარმოდგენილი უნდა იყოს Times New Roman-ით სათაური - 36, ავტორების გვარი, სახელი - 30, მისამართი - 24, ტექსტი - 20, ბიბლიოგრაფია - არაუმეტეს 15-ისა.
3) სტატიის გაფორმების წესი.
სტატიების სრული ვერსიების წარმოდგენის შემთხვევაში, სტატიის რედაქტირების შემდეგ, შესაძლებელია გამოქვეყნება სამეცნიერო ჟურნალში ,,ქართველი მეცნიერები“ (https://journals.4science.ge/index.php/GS), რომელიც ინდექსირებულია სხვადასხვა სამეცნიერო ბაზაში, მათ შორის Google Scholar-ში (https://journals.4science.ge/index.php/GS/indexed ). ჟურნალის ერთი ნომერი მთლიანად მიეძღვნება კონფერენციის ნაშრომებს. სტატიის გამოქვეყნების ღირებულებაა 80 ლარი, უცხოეთის მოქალაქეებისთვის 35 აშშ დოლარი.
ჟურნალში “ქართველი მეცნიერები“ გამოსაქვეყნებლად მიიღება სამეცნიერო ნაშრომები (მიმოხილვითი ან ორიგინალური სამეცნიერო სტატია, შემთხვევის აღწერა და სხვ.). სტატია უნდა შეესაბამებოდეს პუბლიკაციებისადმი დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს. სტატიები მიიღება ნებისმიერ ენაზე: ქართული, ინგლისური, რუსული და ა.შ.; სტატიას თან უნდა ერთვოდეს რეზიუმე (350 სიტყვა); საკვანძო სიტყვები (მაქსიმუმ 5). მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს (ფორმატი A4; Microsoft Word; შრიფტი: Sylfaen, ზომა - 12, სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15); საილუსტრაციო სურათი, ან სურათები ასეთის არსებობის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნას დამოუკიდებელ ფაილადაც “jpg” ფორმატში (რეზოლუცია - 250-300 dpi), ხოლო დიაგრამები – Excel-ის ფაილშიც. ასევე გთხოვთ, მიუთითოთ ავტორ(ებ)ის გვარი და სახელები სრულად, რეგალიები, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონები და ელფოსტა, სასურველია სამეცნიერო პროფილის Orcid-ის ანგარიში (ქართულ და ინგლისურ ენაზე).
ჟურნალ ,,ქართველ მეცნიერებში“ გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ერთი სტატიის ავტორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთს. გადაწყვეტილებას წარმოდგენილი მასალის ჟურნალში პუბლიკაციის შესახებ, რეცენზირების შემდგომ, მიიღებს სარედაქციო კოლეგია.
სტატიები მოწმდება პლაგიატზე. 25%-ზე მეტი პლაგიატის შემთხვევაში სტატია დაიბლოკება.
ავტორებს მოეთხოვებათ მიუთითონ კატეგორია სტატიებზე.
სტატიის ელექტრონული ვერსია გამოაგზავნეთ მისამართებზე: info@4science.ge georgianscientists@gmail.com; ipb@bsu.edu.ge
კონფერენციაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი აბსტრაქტები განთავსებული იქნება აბსტრაქტების ელექტრონულ კრებულში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე (https://bsu.edu.ge/main/news/3/index.html ), ხოლო, სტატიების სრული ვერსიების წარმოდგენის შემთხვევაში, სტატიის რედაქტირების შემდეგ, შესაძლებელია გამოქვეყნება სამეცნიერო ჟურნალში ,,ქართველი მეცნიერები“ (https://journals.4science.ge/index.php/GS), რომელიც ინდექსირებულია სხვადასხვა სამეცნიერო ბაზაში, მათ შორის Google Scholar-ში (https://journals.4science.ge/index.php/GS/indexed). ჟურნალის ერთი ნომერი მთლიანად მიეძღვნება კონფერენციის ნაშრომებს. სტატიის გამოქვეყნების ღირებულებაა 80 ლარი, უცხოეთის მოქალაქეებისთვის 35 აშშ დოლარი.
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს კონფერენციასთან დაკავშირებული კითხვები სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე და მასალები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონულ ფოსტაზე: ipb@bsu.edu.ge
უკან |