ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ათწლიანი პაუზის შემდეგ 2022 წელს ამოქმედდა ჟურნალისტიკის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები. თავდაპირველად აკრედიტაცია გაიარა „ციფრული მედიისა და ინოვაციების“ თსუ-ბსუ ერთობლივმა სამაგისტრო პროგრამამ, ხოლო შემდეგ კი „ჟურნალისტიკის“ საბაკალავრო პროგრამამ. ორივე საგანმანათლებლო პროგრამა შექმნილია უცხოური პარტნიორი უნივერსიტეტების (აშშ, პოლონეთი, ბულგარეთი) ჩართულობით და სწავლების დასავლური მეთოდების გათვალისწინებით.
ჟურნალისტიკის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგია ითვალისწინებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც უზრუნველყოფს თითოეული კურსდამთავრებულის ეფექტურ ჩართულობას პროფესიულ საქმიანობაში. ამიტომაც პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა პრაქტიკულ სასწავლო კურსებს. სწავლების ეფექტურობისთვის უნივერსიტეტში შეიქმნა მულტი მედია ცენტრი, სადაც თითოეულ სტუდენტს შეუძლია პრაქტიკული სწავლებით განივითაროს პროფესიული უნარები.
მულტიმედია ცენტრის მიზნები და ამოცანებია:
ხელი შეუწყოს ჟურნალისტიკის მიმართულებაზე მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესში პრაქტიკული სასწავლო რესურსის გამოყენებას. მულტიმედია ცენტრის ბაზაზე არსებული ტექნიკური და ადამიანური რესურსის კომპილაციით სტუდენტებს მისცეს საშუალება დაეუფლონ თანამედროვე მულტიმედიურ ტექნოლოგიებს; მედიის მკვლევრებისა და ჟურნალისტიკის დარგის სპეციალისტებისათვის გახდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ერთ-ერთ წყარო; მულტიმედია ცენტრმა უნდა გააერთიანოს ინტერნეტ-ტელევიზიის, ინტერნეტ-რადიოს, ინტერნეტ-გაზეთი/ჟურნალისა და სოციალური მედიის ფუნქციონირებისათვის საჭირო რესურსები; ხელი შეუწყოს და განავითაროს ევროპული სტანდარტის პრაქტიკულ ელემენტზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესს; უზრუნველყოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და უნივერსიტეტის პროფილური ფაკულტეტების სტუდენტებისა და მკვლევრებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომა;
სწავლების თანამედროვე და ეფექტური შესაძლებლობების გამოყენებისთვის ცენტრის რესურსები უნდა ჩაერთოს საგანმანათლებლო პროცესში; ხელი შეუწყოს ფაკულტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობას (სალექციო კურსებზე დაფუძნებული მედიაპროდუქციის შექმნა, სამეცნიერო და კვლევითი პროცესების ვიზუალიზება და სხვა); ჟურნალისტიკის და ციფრული მედიის მიმართულების სწავლების პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებას; საპარტნიორო და დონორ ორგანიზაციებთან, მედიაორგანიზაციებთან და პოტენციურ დამსაქმებლებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაღრმავებას; საგანმანათლებლო – პრაქტიკული ტრენინგების ორგანიზება.
სტრუქტურა:
- საკოორდინაციო საბჭო (ანგარიშვალდებულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წინაშე).
- საბჭოს შემადგენლობა:
ცენტრის კოორდინატორი (საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე) - ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ინგა შამილიშვილი
ცენტრის მკვლევრები - ასისტ.პროფ. გვანცა საბაშვილი; ასისტ.პროფ. ირმა გაბინაშვილი; დოქტ. ნინო დოლიძე (ბსუ საზ. ურთიერთობის სამსახურის უფროსი); დოქტ. ლაშა ზარგინავა;
ცენტრის საქმიანობას წარმართავს კოორდინატორი (საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე), რომელსაც ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით, ნიშნავს ბსუ-ს რექტორი.
საკოორდინაციო საბჭო სხდომას ატარებს 6 თვეში ერთხელ (საჭიროების შემთხვევაში მოიწვევა რიგგარეშე სხდომაც); ამტკიცებს ცენტრის სამუშაო გეგმას; საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს; ახორციელებს ცენტრის ძირითადი მიზნებისა და ამოცანების შესაბამის საქმიანობას, ფაკულტეტის დეკანთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და რექტორთან შეთანხმებით (აღნიშნული მართვის ორგანოების კომპეტენციის შესაბამისად).
უკან |